დემოკრატიულ ჩარჩოებში პროცესის მიმდინარეობა არ აწყობს ოპოზიციას, რომელიც მოგვიწოდებს თავის ბელადიანად, რომ დავუბრუნდეთ რევოლუციურ სცენარს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მაია ბითაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ოპოზიციას მოუწოდა „დაუბრუნდეს დემოკრატიულ პროცესებს“ და საერთაშორისო პარტნორების რეკომენდაციებს მოუსმინოს.
„მე მაეჭვებს, რომ მათ რევოლუციური სცენარის მეტის გაკეთების უნარი არ აქვთ, რადგან თუნდაც ის საარჩევნო პროგრამა, რომელიც თვითონ აქვთ წარმოდგენილი, რომ განახორციელონ, ელემენტრალურად იმაზე უნდა იზრუნონ, დემოკრატიულ პროცესებს დაუბრუნდნენ. მოვუწოდებ, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ პროცესებს და კარგად მოისმინინ ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ისმის ყოველდღიურად ,“- განაცხადა ბითაძემ.
IPN.GE