მაია ბითაძე: ჩვენი მიზანია ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების კოეფიციენტი გავზარდოთ და ევროპულ სტანდარტს მივუახლოვდეთ

მაია ბითაძე: ჩვენი მიზანია ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების კოეფიციენტი გავზარდოთ და ევროპულ სტანდარტს მივუახლოვდეთ

access_time2020-10-19 23:59:51

ჩვენ გეგმაზომიერად მივყვებით ქალაქის გამწვანებას და ძალიან მნიშვნელოვანია ფონდი „ქართუს“ თანაინვესტირება ამ პროცესში, როგორც მთაწმინდის ფერდობის 700 ჰექტრიანი ფერდის ხელახალი გამწვანების პროექტში, ასევე იპოდრომის, სამომავლოდ ცენტრალური პარკის განაშენიანების კუთხით, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენი მიზანია ერთ სულ მოსახლეზე გავზარდოთ გამწვანების კოეფიციენტი და მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს. ამჟამად მიმდინარეობს ჯამში 17 ჰექტრამდე მწვანე სივრცის მოწყობა, ხოლო მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დაახლოებით 60 ჰექტრამდე რეაბილიტაცია და ახალი პარკების მშენებლობა გვაქვს დაგეგმილი როგორც დიღომში ასევე ვაზისუბანში და თემქის ხევში.

მთაწმინდის ფერდი წლების განმავლობაში ეროზიას განიცდიდა და იქ მცენარეები ამორტიზირებულია და ჩენ ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ამას განახლება სჭირდება. თითქმის საუკუნეა თბილისის ამდაგვარი გამწვანების სამუშაოები არ ჩატარებულა და ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგება „ქართული ოცნება“ უბრალოდ გარემოს დაცვით სტანდარტებს და როგორც ცდილობს და აღწევს, რომ ეკოლოგიური წონასწორობა ყოველწლიურად გაუმჯობესდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

15 ოქტომბერს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.


პროექტის მიზანია, არსებული ტერიტორიის ლანდშაფტი ოთხივე სეზონზე იყოს გათვლილი. ის ითვალისწინებს, როგორც ტურისტული, ისე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას; ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებული იქნება სამთო ველოსიპედებისა და სხვა სპორტული აქტივობებისთვის გზები; მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე ადგილები, სანაგვე ურნები და გარე განათების სისტემები.

imedinews.ge




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-02 21:00:39
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე 2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და...

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება
access_time2021-03-02 17:20:09
მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: მწვანე შუქი პარტნიორობისთვის "ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით...

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა
access_time2021-03-02 20:00:43
ბოლო თვეებში სასურსათო პროდუქტების ფასმა მაქსიმუმს მიაღწია და ექსპერტების აზრით, ვითარება ძვირი სურსათის ახალი „სუპერციკლისკენ“ მიდის. ეს მასობრივი უმუშევრობის და შემოსავლების კატასტროფული ვარდნის ფონზე ხდება. მომხმარებლებზე ზეგაგვლენას ზრდადი ინფლაციაც ახდენს. Bloomberg-მა გაანალიზა მდგომარეობა 5 ქვეყანაში, სადაც ფასების ზრდამ და ინფლაციამ განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს მიაღწია. ბრაზილია ეს არის ლათინური...

Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს

Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს
access_time2021-03-02 19:00:23
უკრაინაში საგარეო ვალი მუდმივად იზრდება, მაგრამ მთავრობა პრეზიდენტ ზელენსკის მეთაურობით ამ პრობლემას მხოლოდ აღრმავებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელისუფლებისგან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ რეფორმების ჩატარებას მოითხოვს, თუმცა, კიევი ამ მოთხოვნის იგნორირებას ახდენს და ამავე დროს ვალებს სულ უფრო აგროვებს. ეს საშიში სტრატეგიაა ქვეყნისთვის, რომელსაც ჰაერივით სჭირდება კარგი ურთიერთობები დასავლეთთან და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. თანაც იმ დროს, როდესაც...

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს
access_time2021-03-02 12:00:35
გასართობი პორტალი SILKGAMES.GE მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის შეიქმნა და ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში გააერთიანა. პორტალით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის. Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური 5 ლარია. მობილური ნომრით რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ანგარიშს და სარგებლობს სერვისით შეუზღუდავად 24/7. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს...


მსგავსი სიახლეები

up