მაია ბითაძე: ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდება

მაია ბითაძე: ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდება

access_time2020-12-18 17:40:00

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე მთავრობის ახალ დადგენილებას გამოეხმაურა, რომლითაც ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმები გამკაცრდა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირებაა ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანა და ევროპულ სტანდარტებთან გატოლება. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის სხდომაზე მიიღეს, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქალაქებში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს. ამით მიღწეული იქნება ჯანსაღი გარემო ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჯანდაცვის, ასევე გარემოს დაცვის კუთხით. საწვავის ხარისხის კონტროლი 2016 წლიდან დაიწყო. სახელმწიფო აკონტროლებს საწვავს მისი შემადგენლობის მიხედვით, იღებს ბენზინის სინჯებს ტყვიის, გოგირდის და ოქტანობის რიცხვების მახასიათებლების კუთხით, თითოეულ ბენზინგასამართ სადგურში მონიტორინგი კეთდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ითვალისწინებს ბენზინის საწვავის ხარისხობრივი ნორმების კიდევ უფრო დაახლოებას და შესაბამისი ევროპული დირექტივით განსაზღვრული ყველა მახასიათებლის ნორმის დადგენას. კერძოდ, ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს დაემატა ახალი პარამეტრები, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს წვის პროცესს ავტოსატრანსპორტო საშუალებებში. შედეგად, შემცირდება ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის გაფრქვევები და ეს ეტაპობრივად ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. ახალი პარამეტრების დამატება ბენზინის ფასზე გავლენას არ მოახდენს.


imedinews.ge




Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი
access_time2021-02-26 20:00:16
ათწლეულების მანძილზე ევროპის ავიაციაში 3 ურყევი ფაქტი იყო - პირველი - ბრიტანეთს ავიარეისების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, მეორე - ლონდონი სხვა ქალაქებთან ყველაზე უკეთესადაა დაკავშირებული, მესამე - აეროპორტი „ჰიტროუ“ პირველ ადგილზეა მგზავრთა რაოდენობით. პანდემიამ და მის წინააღმდეგ ბრძოლამ ეს ურყევი რეალობა რადიკალურად შეიცვალა - ამაზე საავიაციო ბიულეტენის The Anker Report-ის ექსპერტის რალფ ანკერის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგები მეტყველებს. მან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-26 21:00:20
 დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ...

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია "5 ელემენტი" გამოჩნდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია
access_time2021-02-26 19:00:23
ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა.როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, კომპანიის ტურები იქნება ბევრი ელემენტის ერთობლიობა, როგორიცაა: ქვესტები, ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობები, დრონით გადაღება, ვიდეო მონატაჟი. „გარდა ამისა, ტურებში აუცლებლად იქნებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რაც კიდევ უფრო სხვა ელფერს შესძენს ჩვენს ტურებს“, – დასძენს...

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-26 18:16:21
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სეტორის დროულ აღდგენას შეუწყოფს ხელს. შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ...

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის
access_time2021-02-26 17:10:15
ფერმერთა ასოციაცია ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამას ნაწილობრივ აკრიტიკებს. ნინო ზამბახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს. ზამბახიძე ეჭვობს, რომ გერმანიაში 3 თვით წასული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნებისგან თავს შეიკავებენ.   „ქართული შრომის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრები იყო. სოფლის მეურნეობის სექტორი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ....


მსგავსი სიახლეები

up