მაია ბითაძე - „გეგმა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 12%–ს დაცულ ტერიტორიად გადააქცევს“

მაია ბითაძე - „გეგმა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 12%–ს დაცულ ტერიტორიად გადააქცევს“

access_time2020-10-20 20:52:01

,,ჩვენ მოვისმინეთ ის გეგმები, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და თვალნათელია, რომ მთელ ამ პროცესში – ინფრასტრუქტურული აღმშენებლობის, ეკონომიკის ისეთი მიმართულებების განვითარების პროცესში, როგორიცაა ტურიზმი, ასევე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, აუცილებელია გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინება. აუცილებელია ისეთი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს შექმნა, სადაც ჩვენი მოქალაქეები თავს ღირსეულად იგრძნობენ“ - განაცხადა ,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, მაია ბითაძემ რუსთავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც ამ საკითხების აქტუალიზაცია მოახდინა და იმ ვალდებულებების, რაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს გარემოს დაცვის მიმართულებით, – პრაქტიკაში განხორციელება დაიწყო.

იმისთვის, რომ გარემოსდაცვითი ევროპული სტანდარტები უფრო ეფექტიანი გავხადოთ 2024–ისთვის, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობისათვის განაცხადის გაკეთებას გეგმავს, აუცილებელია გაძლიერდეს ის მიმართულებები, რასაც ზოგადად გარემოსდაცვითი მმართველობა მოიცავს. აუცილებელია, შენარჩუნდეს, აღდგეს და განახლდეს ის ბიომრავალფეროვნება, რომელიც ჩვენ გვაქვს. აუცილებელია, შეიქმნას საფუძვლები მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის, მათ შორის, ნარჩენების მართვის კუთხით და აუცილებელია ის კომპლექსური მიდგომები ქალაქების განვითარებისთვის, რაზეც ქალბატონი მაია ცოტა ხნის წინ საუბრობდა იმ სტანდარტების მიხედვით, რასაც ევროკავშირის სტანდარტები ჰქვია.

დავიწყებ დემოკრატიული მმართველობით, რაც ერთ–ერთი მთავარი კომპონენტია იმისთვის, რომ სწორად განვავითაროთ ეკონომიკა ისე, რომ გარემო იყოს დაცული და ეკოლოგიური წონასწორობა აღდგენილი. შესაბამისად, ის ევროპული სტანდარტები, რაც საწარმოებისთვის არსებობს ან წარმოების პროცესისთვის, პროდუქტის უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირში, ამ კუთხით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა როგორც აღსრულების კუთხით, ასევე შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების თვალსაზრისით.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, კომპანიების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, თითოეული ჩვენგანის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა – ეს ასევე ის ძირითადი მიმართულებაა, რომელიც საბოლოო მიზანს მიგვაღწევინებს, რასაც ჯანსაღი და წარმატებული საქართველო ჰქვია და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ღირსეული პირობები ჰქვია.

ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ცნობიერების ამაღლება, დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით განათლების მიმართულება. მთელ ამ სისტემაში, როდესაც ცნობიერების ამაღლებაზე ვსაუბრობთ, მომავალ თაობებზე ორიენტირებული განათლების სისტემა, სადაც გარემოს დაცვა ერთ–ერთი პრიორიტეტია, უკვე დაწყებული პროცესია და სწორედ „ქართულმა ოცნებამ დაიწყო ეს პროცესი და მომდევნო წლების განმავლობაში დაახლოებით 250 000–ზე მეტი მოსწავლე იქნება გადამზადებული და ინტეგრირებული სასწავლო დონის ყველა საფეხურზე გარემოსდაცვით საკითხები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთოდ სხვა ხედვის მომავალი თაობა გვეყოლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ მიმართულებისთვის ისევე, როგორც პედაგოგებისა და დასაქმებულ პირთა გადამზადება, რა კუთხითაც მასშტაბური პროექტები იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში.


საბოლოო ჯამში, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ გარემოს დაცვის მიმართულებით, თუნდაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათ ზუსტად გაიგონ ის სარგებელი და სწორად იქნეს შეფასებული ის ღირებულებები, რასაც ზოგადად ინფრასტრუქტურული სამუშაოები და პროექტები იძლევა და რასაც ზოგადად, გარემოსდაცვითი სწორი მმართველობა ჰქვია.

ბიომრავალფეროვნება, როგორც ვთქვი, არის მეორე ძირითადი მიმართულება და თავის შინაარსით ძალიან ბევრი მიმართულებისგან შედგება - ეს არის ქალაქებში მწვანე ინფრასტრუქტურა, ეს არის ქვეყნის უმდიდრესი ბიომრავალფეროვნება და ძალიან მდიდარია ჩვენი ქვეყანა როგორც ფლორისა და ფაუნის სახეობებით, ასევე დაცული ტერიტორიებით, რომლის ფართობი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა, რამაც საგრძნობლად გაზარდა ეკოტურიზმი და ის ძირითადი მიმართულება, რასაც ტყეების აღდგენა ჰქვია.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტყეებზე ზრუნვა, სანიტარული ჭრები, ბილიკების გაყვანა ტყეში იმისთვის, რომ მოსახლეობას ესარგებლა როგორც რეკრეაციული, ასევე სოციალური კუთხით, არ განხორციელებულა. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში დაიწყო ამ კუთხით აქტიური სამუშაოები და ასევე აქტიური სამუშაოები განხორციელდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მათ შორის, 700 000–მდე ჰექტარი ტყის ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. ხელი შეეწყობა ასევე ტყეების რეკრეაციული მიზნით გამოყენებას, რაც თითოეული მოქალაქისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არის ახალი სარგებელი, ახალი შესაძლებლობა ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და ასე შემდეგ.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რასაც მმართველი ძალა ახორციელებს ტყეებზე სოციალური ზეწოლის შემცირების კუთხით. დაიწყო ძალიან მასშტაბური პროექტები მწვანე ნარჩენის ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობისთვის და ეტაპობრივად გადავიდეთ ე.წ ბიომასის გამოყენების აქტიურ ფაზაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტყეზე ზეწოლის კუთხით, ასევე ჰაერის დაბინძურების პრევენციისთვის.

დაცული ტერიტორიები, ერთ–ერთი სიმდიდრე საქართველოსი და მართლა ვამაყობთ დაცული ტერიტორიებით, მაშინ როდესაც საქართველოს ტყეები ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 40%–ს მოიცავს. გეგმა, რომელიც „ქართულ ოცნებას აქვს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 12%–ს დაცულ ტერიტორიად გადააქცევს. ეს ორი, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ერთი ეკოტურიზმი, როგორც შიდა ტურიზმის, ასევე გარე ტურიზმის განვითარება და ყოველწლიურად მეტი და მეტი ვიზიტორი ჰყავს ჩვენს დაცულ ტერიტორიებს და მეორე - ეს არის ახალი შესაძლებლობები ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბიომრავალფეროვნება შევუნარჩუნოთ ხელუხლებელი, მოვლილი და განახლებული მომავალ თაობებს იმ ერაში, როდესაც ფლორისა და ფაუნის სახეობები სხვადასხვა კლიმატური და გარე პირობების გამო, მუდმივი გადაშენების საფრთხის წინაშე არიან.

საბოლოო ჯამში გეგმა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით, ეს არის ვიზიტორების 100%–იანი მატება იმ 185 000 ჰექტარ ახალ დაცულ ტერიტორიებზე, რომლის შექმნა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება.

ძალიან მნიშვნელოვანია კომპონენტები და სტანდარტები, რომელიც საწარმოებისთვის და პროდუქტებისთვის უნდა იყოს გამკაცრებული მომდევნო წლების განმავლობაში. ამ კუთხით გამოვყოფ საწვავის ხარისხს - დიზელის საწვავის ხარისხის დონე გაუთანაბრდება ევრო 5–ს მომდევნო წლების განმავლობაში, ბენზინთან მიმართებით ეს უკვე გამკაცრებულია და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საწარმოებში დაინერგება თანამედროვე განმწმენდი საშუალებების გამოყენების ვალდებულება“ - განაცხადა მაია ბითაძემ.





Wall Street Journal: კორონავირუსით გარდაცვალების 821 000 შემთხვევა, რომელიც კოვიდ-სტატისტიკაში არ ფიგურირებს

Wall Street Journal:  კორონავირუსით გარდაცვალების 821 000  შემთხვევა, რომელიც კოვიდ-სტატისტიკაში არ ფიგურირებს
access_time2021-01-18 19:30:18
მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 მლნ.-ს მიაღწია, თუმცა, ეს მხოლოდ ოფიციალურად - რეალობა კი ბევრად უფრო მძიმეა  - 59 ქვეყნაში შექმნილი მდგომარეობის ანალიზი ცხადყოფს, რომ პანდემიის გამო 2,8 მლნ. ადამიანი გარდაიცვალა.   ამ 59 ქვეყანაში სიკვდილიანობა წინა წლებთან შედარებით 12%-ით გაიზარდა და  ამ შემთხვევების ნაწილი ერთი შეხედვით პანდემიასთან კავშირში არაა. მაგრამ ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჭარბი სიკვდილიანობის მიზეზია...

620 კილომეტრი საათში – ჩინეთმა ჩქაროსნული მატარებლის ახალი პროტოტიპი წარადგინა

620 კილომეტრი საათში – ჩინეთმა ჩქაროსნული მატარებლის ახალი პროტოტიპი წარადგინა
access_time2021-01-18 18:35:17
ჩინეთმა ახალი ჩქაროსნული მაგლევის მატარებლის პროტოტიპი წარადგინა, რომელსაც CNN–ის ინფორმაციით, საათში 620 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.   21 მეტრის სიგრძის მატარებელი მაღალი ტემპერატურის სუპერგამტარ (HTS) სიმძლავრით მუშაობს, ერთი შეხედვით ეს მაგნიტიზირებულ ლიანდაგებზე მოძრაობას გავს. მატარებლის პროტოტიპი მედიას სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში, 13 იანვარს წარუდგინეს, რომლის საჩვენებლად უნივერსიტეტის მკვლევარებმა 165 მეტრიანი ტრასა სპეციალურად ააშენეს, – წერს Xinhua...

ავსტრალიაში ქართული ღვინის მუზეუმი იხსნება

ავსტრალიაში ქართული ღვინის მუზეუმი იხსნება
access_time2021-01-18 17:30:45
კომ­პა­ნია “მუ­კა­დო ვა­ი­ნის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მთა­ვა­რი მეღ­ვი­ნე ლადო უზუ­ნაშ­ვი­ლი ავ­სტრა­ლი­ა­ში ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მუ­ზე­უმს ხსნის. ბა­ტო­ნო ლადო, მოგ­ვი­ყე­ვით უფრო ვრცლად ამ ამ­ბის შე­სა­ხებ: 25 წე­ლია ვცხოვ­რობ და ვსაქ­მი­ა­ნობ ავ­სტრა­ლი­ა­ში. ჩემი წას­ვლა მოხ­და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის...

ანბანის ფორმის კოტეჯები და გალერეები - როგორი იქნება ქართული ანბანის ტურისტული ცენტრი (ფოტოები)

ანბანის ფორმის კოტეჯები და გალერეები - როგორი იქნება ქართული ანბანის ტურისტული ცენტრი (ფოტოები)
access_time2021-01-18 16:20:26
ქართული ანბანის ასო-ბგერებისგან შემდგარი, საქართველოს რუკის ფორმის ახალი ტურისტული ცენტრის გეგმა არქიტექტურულ კომპანია „არტიტექს“ ეკუთვნის. როგორც იდეის ავტორმა არქიტექტორმა დადუნა შათაშვილმა კომერსანტთან ისაუბრა, ეს არის პროექტი, რომელიც უცხოელ ტურისტს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ გაიცნოს ქართული ანბანი, არამედ ასო ბგერების კონსტრუქცია გათვლილია სასტუმროს ნომრის სივრცეზე, ანუ მას კოტეჯის დანიშნულება ექნება. ასევე ეს კონსტრუქციები შესაძლებელია საგამოფენო ან კომერციულ ფართებად...

ნიკორა: კარანტინის დროს სავაჭრო ქსელებში ხილ-ბოსტნეულის გაყიდვები გაიზარდა

ნიკორა: კარანტინის დროს სავაჭრო ქსელებში ხილ-ბოსტნეულის გაყიდვები გაიზარდა
access_time2021-01-18 15:10:31
„ნიკორა“ - საქართველოში სასურსათო მაღაზიების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მსხვილი ქსელია.ბოლო 10 წლის მანძილზე მისი ბრენდის ქვეშ მომუშავე მაღაზიების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა და 330-ს მიაღწია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.საიტი EastFruit „ნიკორა ტრეიდის“ დირექტორს დავით ურუშაძეს გასული წლის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე გაესაუბრა.რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ზოგადად ქსელურ ვაჭრობაზე და კერძოდ „ნიკორაზე“?კორონავირუსთან დაკავშირებულმა...


მსგავსი სიახლეები

up