MAI MAI GEORGIA – ფერფლიდან აღდგენილი  წარმოება ვერც პანდემიამ შეაფერხა

MAI MAI GEORGIA – ფერფლიდან აღდგენილი წარმოება ვერც პანდემიამ შეაფერხა

access_time2021-12-03 13:00:29

მეწარმე მაია კაცაძეს რთულ პერიოდში უწევს საქმიანობა. ,,ბავშვთა სამყაროს“ ყოფილ მოიჯარეს მთელი ქონება ხანძრისას გაუნადგურდა. თუმცა საქმიანობა არ გაუჩერებია. დღესდღეობით იგი MAI MAI GEORGIA -ს  ბრენდით ქალისა და მამაკაცის ჩანთებს კერავს, ასევე საკურიერო ჩანთების ერთ-ერთი პირველი მწარმოებელია საქართველოში.



მცირე მასშტაბის საწარმომ ქართული ბაზარზე თავისი ნიშა უკვე დაიკავა, ფაქტობრივად ფერფლიდან აღსდგა, თუმცა მთავარი გამოწვევა, რომ ბიზნესი გაფართოვდეს, ჯერჯერობით მოუგვარებელი დარჩა ადმინისტრაციული ბარიერის გამო.



მაია კაცაძე თხოვნით მიმართავს მერიას, თავისსავე კერძო მიწის ნაკვეთზე მისცენ მშენებლობის ნებართვა, რითაც მომავალ განვითარებასა და წარმოების მნიშვნელოვან ზრდას შეძლებს.



,,ბავშვთა სამყაროში“ 12 ადამიანი მყავდა დასაქმებული და დღგ-ს გადამხდელ საწარმოს წარმოვადგენდი. ამ ეტაპზე მცირე მეწარმის სტატუსით ვმუშაობ. ხანძარმა მთელი ჩემი ბიზნესი პირწმინდად გაანადგურა.  ვფლობ მიწის ნაკვეთს ლისის ტერიტორიაზე, სადაც საწარმოს მშენებლობის უფლებას არ მაძლევენ. ამიტომ იძულებული ვარ საწარმო და მე პირადად ვიმყოფებოდე ქირით.  მომგებიანი საწარმო გამინადგურდა, ვითხოვე ელემენტარული დახმარება, რომ კერძო საკუთრებაზე მოეცათ საწარმოს აშენების უფლება და ამასაც ვერ მივაღწიე. პროკურატურისგან აღიარებული ვარ, როგორც დაზარალებული, ნაცრიდან აღვადგინე წარმოება“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ მაია კაცაძე.




შეგახსენებთ, რომ ხანძარი ,,ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე 2017 წელს გაჩნდა. მაია კაცაძის  40 000 დოლარად (ეკვივალენტი ლარში) შეფასებული ქონება  მთლიანად განადგურდა. როგორც  სხვა მოვაჭრეებს, კაცაძეს  3000-ლარიანი კომპენსაცია გადაეცა.



როგორც მეწარმე ამბობს, ეს არ იყო ზარალის მინიმუმიც კი, არამედ ის თანხა, რომ ეარსება, რადგან საკუთარი ქონებიდან არაფერი დარჩა.



საწარმოს გაფართოების შემთხვევაში, როგორც მაია კაცაძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, შეძლებს, რომ პირველსავე ეტაპზე 5-6 -ჯერ გაზარდოს წარმოება და 10-ზე მეტი ადამიანი დაასაქმოს.

 

ცნობისთვის, MAI MAI GEORGIA არის ახალი ქართული ბრენდი, რომელიც გთავაზობთ ჩანთების მრავალფეროვან კატალოგს, მათ შორის საკურიერო ჩანთებს.



მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up