„მაგთიკომის“ სპეციალური განცხადება

„მაგთიკომის“ სპეციალური განცხადება

access_time2019-06-12 16:04:21

„მაგთიკომი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ: „მაგთიკომი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე  კომპანია, თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოებას მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია, თუ რა გარემოებებს ეფუძნება მისი გადაწყვეტილება  მაგთი ფიქსის  მომსახურების შეწყვეტის შესახებ.


მაგთიკომი არაერთგზის შეეცადა, შეენარჩუნებინა მაგთი ფიქსის მომსახურება, გაეგრძელებინა CDMA ლიცენზიის მოქმედების ვადა და გაეთვალისწინებინა მომხმარებლების, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები, მიუხედავად იმისა, რომ CDMA ტექნოლოგი მორალურად მოძველებულია და მაგთი ფიქსის აბონენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.  


მაგთიკომმა მაგთი ფიქსის მომსახურების შენარჩუნებასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან კონსულტაციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, რათა გაერკვია არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში ან საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ლიცენზიის გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც გაითვალისწინებდა არსებულ რეალობას: მოძველებული ტექნოლოგიის პერსპექტივას, აბონენტების მცირე რაოდენობას და სხვა არსებით გარემოებებს. სამწუხაროდ, გავლილი კონსულტაციების საფუძველზე, ასეთი შესაძლებლობა (კანონიერი) გამოირიცხა.  შესაბამისად, მაგთიკომი იძულებული გახდა, მიეღო გადაწყვეტილება          მაგთი ფიქსის მომსახურების შეწყვეტაზე, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო.



მაგთიკომისთვის, როგორც  კანონმორჩილი და  ბიზნეს ეთიკური კომპანიისთვის, მიუღებელია ნებისმიერი საჯარო განცხადება, რომელიც ზიანს აყენებს კომპანიის არსებულ იმიჯს. მაგთიკომს არასდროს განუცხადებია უარი, უფრო მეტიც, დღესაც მზად არის განიხილოს და დაეთანხმოს ნებისმიერ გონივრულ წინადადებას, რაც შესაძლებელს გახდის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოფილ იქნას მაგთი ფიქსის მომსახურების უწყვეტობა. მაგთიკომს არანაირი სურვილი არ აქვს, საკუთარ აბონენტებს ამა წლის 17 ივნისს შეუწყვიტოს მომსახურების მიღება, პირიქით, ჩვენი მიზანია მისი შენარჩუნება, თუმცა, ლიცენზიის არარსებობის პირობებში, მომსახურების შეწყვეტა კომპანიის კანონისმიერი  ვალდებულებაა“-აღნიშნულია განცხადებაში. 


„კომერსანტი“


თეგები:
მაგთიკომი



New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია

New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია
access_time2019-08-24 18:00:54
საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა როგორც მშენებელი. ის ქალაქის ყველაზე თვალწარმტაც ფუტურისტულ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც 50 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ფოლადისა და შუშისგან არის აშენებული. სასახლე ქალაქში მდებარე...

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება
access_time2019-08-24 16:25:42
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა 2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა,...

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო
access_time2019-08-24 16:00:54
საქართველოში სარეკლამო ბიზნესისადმი ინტერესი შემცირდა. ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სეზონური ცვლილებაა და მდგომარეობა შეიძლება შემოდგომიდან შეიცვალოს. ცხადია, გარკვეული გავლენა ბაზარზე პოლიტიკურმა პროცესმაც იქონია. არასაარჩევნო პერიოდში რეკლამის მიმართ მოთხოვნა ისედაც შემცირებულია და სარეკლამო ბაზარზე გარკვეულწილად ამანაც მოახდინა გავლენა. ტენდენცია შეიცვალა და სატელევიზიო რეკლამიდან ინტერესმა სოციალური ქსელებისკენ გადაინაცვლა, რაც წამყვან სატელევიზიო...

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?
access_time2019-08-24 12:00:30
ამაზონის ჯუნგლები იწვის. ეს ტერიტორია სახლია იმაზე მეტი მცენარისა და ცხოველისათვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი დედამიწაზე. ცხოველებისა და მცენარეების გარდა, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მდე ტომიც ცხოვრობს. ამაზონის ჯუნგლები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია, არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი დედამიწისთვის. თანაც, ის, თავისი ზომისა და მასშტაბების გათვალისწინებით, დედამიწის ერთ-ერთი უკანასკნელი...

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა
access_time2019-08-24 20:00:24
მომავლის წინასწარმეტყველებისთვის აუცილებელი არაა წარმატებული ბიზნესმენი იყოთ, მაგრამ ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ სილიკონ ველის ტექნოლოგიების მაგნატების — სტივ ჯობის, ბილ გეითსისა და ჯეფ ბეზოსის წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მათ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ივარაუდეს. ჯობსმა იწინასწარმეტყველა, რომ მალე გაჯეტებსთან ვატარებდით აგენტებით. ერთი სიტყვით აიფონებს —...


მსგავსი სიახლეები

up