მაგთიკომის პასუხი კომუნიკაციების კომისიას 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე

მაგთიკომის პასუხი კომუნიკაციების კომისიას 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე

access_time2020-10-19 11:20:54

კომუნიკაციების კომისიის მიერ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი არაკვალიფიციური ინფორმაციის გავრცელება ბოლო პერიოდში სამწუხარო რეალობად იქცა. კომისიის განცხადებაში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა, მასში მოცემული მსჯელობები წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელია, რაზეც, საჭიროების შემთხვევაში, მაგთიკომი დამატებით,  პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას.

 

მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება ქვეყნისთვის ნეგატიურ შედეგს გამოიღებს - ეს დასკვნა გაკეთებულია სათანადო კვლევა/ანალიზის საფუძველზე მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიიდან ექვსის მიერ, საიდანაც ორი მათგანი „დიდი ოთხეულის”  წევრია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხსენებული ავტორიტეტული კომპანიების საექსპერტო მოსაზრებები/დასკვნები სიმართლეს არ შეესაბამება და ისინი მაგთიკომის მოთხოვნის შესაბამისად მხოლოდ „შესაძლო ნეგატიურ ასპექტებს“ ასახავს, სულ მცირე, არაეთიკური განცხადებაა როგორც მაგთიკომთან, ასევე თავად ამ კომპანიებთან მიმართებაში. შესაბამისად, კომისიას მოვუწოდებთ იყოს თანმიმდევრული და მიზანმიმართულად ნუ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

გაუმართლებელია კომისიის მხრიდან საკითხის შემდეგნაირად პოზიციონირება -  თუ  საექსპერტო დასკვნა/მოსაზრება მომზადებულია კომისიის დაკვეთით, მაშინ დასკვნები/მოსაზრებები ფაქტებად და სიმართლედ განიხილება, ხოლო თუ საექსპერტო დასკვნა/მოსაზრება მაგთიკომის დაკვეთით მომზადდა, მაშინ ის სავარაუდოა და სიმართლეს არ შეესაბამება. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა, პირველ რიგში, სამომავლოდ თავად კომისიისათვის აღმოჩნდება დამაზიანებელი.

 


კომუნიკაციების კომისია ცდილობს უსაფუძვლო მოლოდინები გაუჩინოს როგორც მომხმარებლებს, ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც თეორიულად შეიძლება დაინტერესებული იყვნენ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორობით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვირტუალური ოპერატორი შეიძლება არსებობდეს სხვა ქვეყანაში ან ამ რეგულაციამ დროის გარკვეულ მონაკვეთში მოახდინა გარკვეული პოზიტიური გავლენა რომელიმე ქვეყანაში, არის ამ საკითხის მიმართ არასწორი და არაკვალიფიციური მიდგომა. დღემდე კომუნიკაციების კომისიას არ გააჩნია არცერთი საექსპერტო დასკვნა, რომ საქართველოში ეს რეგულაცია იქნება წარმატებული ან მოიტანს რაიმე დადებით შედეგს. სწორედ ამ გარემოებამ აიძულა მაგთიკომი, მოეწვია მსოფლიოში საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ათეულიდან ექვსი და მათ შეეფასებინათ  მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების გავლენა საქართველოს მობილური სატელეკომუნიკაციო დარგისათვის, რაც ბუნებრივია, მაგთიკომმა გაუზიარა კომუნიკაციების კომისიას, რათა მის მიერ მომხდარიყო ისეთი შეცდომების პრევენცია, რაც უარყოფით გავლენას მოახდენდა საქართველოში სატელეკომუნიკაციო დარგის სამომავლო განვითარებაზე.

 

ვიმედოვნებთ, რომ კომისია შეძლებს ტენდენციური გავლენებისგან გათავისუფლებას, უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს საექსპერტო დასკვნების სათანადო ანალიზს და ქვეყანაში გამწვავებული პანდემიის პირობებში, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას მისი რესურსი უსაგნოდ არ დაიხარჯება არასწორი ფაქტების ტირაჟირებით.



R


თეგები:
მაგთიკომი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up