მაგთიკომი: კომუნიკაციების კომისია დაკავებულია წამყვან კომპანიებთან ბრძოლით, რაც გამოიხატება დარგისა და ქვეყნისთვის მავნებლური გადაწყვეტილებების მიღებით

მაგთიკომი: კომუნიკაციების კომისია დაკავებულია წამყვან კომპანიებთან ბრძოლით, რაც გამოიხატება დარგისა და ქვეყნისთვის მავნებლური გადაწყვეტილებების მიღებით

access_time2020-09-19 14:18:08

მაგთიკომი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
სამწუხარო ფაქტია, რომ კომუნიკაციების კომისია ბოლო დროს, ძირითადად დაკავებულია არასწორი, გადაუმოწმებელი, არაკომპეტენტური ინფორმაციის ტირაჟირებით, დარგში არსებულ წამყვან კომპანიებთან პირდაპირი ბრძოლით, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება დარგისა და ქვეყნისთვის მავნებლური გადაწყვეტილებების მიღებით.


კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს არ სურს მოისმინოს ექსპერტების და დარგში ჩახედული პროფესიონალების მიერ გამოთქმული განსხვავებული აზრი. ნებისმიერი საკითხის სიღრმისეული შეფასების და შესწავლის გარეშე, მას შეუძლია მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებები.


ერთ-ერთი ნაჩქარევი, გაუაზრებელი და რისკების შეფასების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების ვალდებულება კომუნიკაციების კომისიამ სრულყოფილი კვლევის ჩატარების გარეშე 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო #გ-20-9/156 გადაწყვეტილება - მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების ვალდებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით.


კომისიამ დაუკვეთა PWC-ის ზოგადი, მიმოხილვითი სახის კვლევა მსოფლიოში არსებული ვირტუალური ოპერატორების (MVNO-ს) შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული არ ყოფილა საქართველოში მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების ვალდებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი რისკ-ფაქტორის ანალიზი. მსგავსი დაკვეთა (ყველა შესაბამისი რისკ-ფაქტორის ანალიზი) კონსულტანტს კომისიისგან არ მიუღია.


კომუნიკაციების კომისიის განცხადებისგან განსხვავებით (რომელიც დღესდღეობით გამყარებული არ არის არანაირი კვლევით/ფაქტებით და წარმოადგენს მხოლოდ ამ ორგანოს სუბიექტურ შეხედულებას), რომ თითქოს საქართველოში მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების ვალდებულების ამოქმედება გამოიწვევს კონკურენციის გაზრდას და დადებითად აისახება დარგის განვითარებაზე, მაგთიკომის მიერ გაჟღერებული ფაქტები, რომ MVNO-ს სავალდებულო შემოსვლა ნეგატიურად იმოქმედებს ქვეყნის კიბერუსაფრთხოებაზე, აბონენტების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, მთლიან შიდა პროდუქტზე (GDP) და დარგის შემდგომ ტექნოლოგიურ განვითარებაზე, არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება და აღნიშნულს, მათ შორის, ადასტურებს მსოფლიო რეიტინგით TOP 6 საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომლებმაც საფუძვლიანად შეისწავლეს, თუ რა გავლენას მოახდენს MVNO-ს სავალდებულო დაშვების ვალდებულების ამოქმედება საქართველოს ბაზარზე.



აღსანიშნავია, რომ მაგთიკომმა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მსოფლიო რეიტინგით საუკეთესო პირველი ათეულიდან ექვს კომპანიას დაუკვეთა კვლევა, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საქართველოს ბაზარზე სავალდებულო დაშვების შესახებ, აღნიშნული ექვსიდან ორი კომპანია ე.წ. (BIG 4) დიდი ოთხეულის წევრია (Deloitte; KPMG; BDO; Grant Thornton; RSM; Nexia International) რომლებმაც ჩაატარეს კვლევა შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:


1. რისკები საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე;
2. ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე;
3. ეფექტი კომუნიკაციების დარგზე და მისგან გამომდინარე, ქვეყნის ბიუჯეტზე;
4. ეფექტი სამუშაო ადგილებზე;
5. ეფექტი ინვესტიციებზე;
6. ეფექტი ტექნოლოგიურ განვითარებაზე.


ყველა ამ მიმართულების კვლევაზე ექვსივე კომპანიის მთავარი/ძირითადი პასუხი არის ნეგატიური, რომ MVNO-ს სავალდებულო დაშვება და ამ ვალდებულების ამოქმედება საქართველოში უარყოფით შედეგებს გამოიღებს.


აღნიშნული კვლევები და შესაბამისი დასკვნები სრულად არის მიწოდებული, როგორც კომუნიკაციების კომისიისთვის, ასევე, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისთვის.


აქვე გაწვდით თითოეული აუდიტორული კომპანიის კვლევებიდან ამონარიდებს და ასევე, დიდი ოთხეულის (BIG 4) წევრი PWC-ის საჯარო სტატიას კანადაში სავალდებულო MVNO-ს დაშვების შესახებ.


იხილეთ სრული ინფორმაცია - https://www.magticom.ge/mvno-news


(NS)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up