,,მაგთიკომი

,,მაგთიკომი" და ,,სილქნეტი" ბაზრის 76%–ს აკონტროლებენ - შექმნილი ოლიგოპოლიური მდგომარეობა ისევ და ისევ მოქალაქეებს დააზარალებს

access_time2018-11-02 18:00:00

მობილური, ინტერნეტ და სატელევიზიო ბაზრის დაახლოებით, 76%–ს ,,მაგთიკომი" და ,,სილქნეტი" აკონტროლებენ.


,,საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად…", – ალბათ, ეს ფრაზა ,,სილქნეტის" რეკლამაში ყველას მოუსმენია, მაგრამ ცოტა თუ მიმხვდარა, რომ რეალურად კომპანია თავისივე სარეკლამო ბმულში იტყუება. აღნიშნული გარიგება სატელეკომუნიკაციო ბაზარზეა ყველაზე მსხვილი, თორემ საქართველოს ისტორიაში გაცილებით მსხვილი ბიზნესგარიგეგებიც არაერთი ყოფილა. შორს, რომ არ წავიდეთ მაგალითად ,,თიბისი ბანკის" მიერ ,,რესპუბლიკა ბანკის" შეძენაც კი კმარა, მაშინ ,,თიბისი ბანკმა" ,,ბანკ რესპუბლიკას" აქციები 315 მილიონ ლარად შეიძინა. აი სატელეკომუნიკაციო ბაზარს რაც შეეხება, იქ ნამდვილად ყველაზე მსხვილი გარიგების მომსწრენი გავხდით, თუმცა ესეც რა გასაკვირია, ბაზარზე ხომ სულ 5 მსხვილი კომპანია იყო და მათგან უკვე მხოლოდ 3 დარჩა. ეს ფაქტი კი სასიხარულოზე მეტად სამწუხაროა და იმ წარსულში დაბრუნებას ჰგავს, როდესაც ოლიგოპოლიურ მდგომარეობაში მყოფი ორი კომპანია ბაზარზე სრულად აკონტროლებდა სიტუაციას, ტარიფებსაც შეთანხმებულად აწესებდა და არასდროს ამცირებდა მას. თუმცა მივყვეთ მოვლენებს თანამიმდევრულად…



არსებული რეალობა ციფრებში


მას შემდეგ რაც ,,მაგთიკომმა" ,,კავკასუს ონლაინი', ხოლო ,,სილქნეტმა" ,,ჯეოსელი" შეიძინა, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენცია ფაქტობრივად მოკვდა და ყველა ძირითად სექტორში მხოლოდ ორი კომპანია ,,მაგთიკომი" და ,,სილქნეტი" დარჩა. ერთადერთი მობილური ოპერატორების ბაზარზე, დღემდე ახერხებს ,,ბილაინი" არსებობას, თუმცა რეალური კონკურენციის გაწევაზე ამ შემთხვევაში რთულია საუბარი.


მობილური ოპერატორები – 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით მობილური ოპერატორების ბაზარზე 4,952,493 აბონენტია რეგისტრირებული, საიდანაც ,,მაგთიკომს" 1,995,949 (40.3%) აბონენტი ჰყავს, ,,ჯეოსელს" და ,,სილქნეტს" ერთად 1,825,621 (36.8%) აბონენტი, ხოლო ,,ბილაინს" 1,129,317 (22.8%) აბონენტი, მხოლოდ 0.1%–ია კომპანია ,,ჯიმობაილის"  წილი. როგორც არსებული მონაცემებიდან ჩანს, ,,ბილაინი" საკმაოდ ჩამორჩება ბაზრის ორ მთავარ მოთამაშეს და თუ ბოლო თვეების რაოდენობას გადავხედავთ, მისი აბონენტების რაოდენობაც მუდმივად მცირდება.



ინტერნეტბაზარი – ინტერნეტბაზარზე ჯამში 795 000 აბონენტია და აქაც სრულად ლიდერობენ ,,მაგთიკომი" 346,218 (43.5%) აბონენტით და ,,სილქნეტი" 276,721 (34.8%) აბონენტით, ანუ ჯამში ამ ორი კომპანიის აბონენტების რაოდენობა 78.3%–ს შეადგენს და მხოლოდ 21.7%–ია დანარჩენი 400 მცირე ოპერატორის წილი ბაზარზე.




სატელევიზიო მომსახურება – რაც შეეხება სატელევიზიო მომსახურებას, აქ რეგისტრირებულია 608,190 აბონენტი, თუმცა ამ შემთხვევაშიც რეალურად ორი კომპანიაა ლიდერი, რა თქმა უნდა, ,,მაგთიკომი" 291,984 (48%) აბონენტით და ,,სილქნეტი" 213,661 (35%) აბონენტით, ანუ ჯამში ბაზრის 83% აქვთ დაპყრობილი, ხოლო დარჩენილ 135 კომპანიას ბაზრის მხოლოდ 27% აქვთ ათვისებული.



დაბრუნება წარსულში



სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შექმნილი რეალობა წარსულში დაბრუნებას უფრო ჰგავს, ვიდრე ბაზრის განვითარებას. მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში ბაზარზე მხოლოდ ორი კომპანია ,,მაგთიკომი" და ,,ჯეოსელი" მუდმივად მაღალი ფასებით ოპერირებდა. შემდეგ ბაზარზე რამდენიმე ახალი კომპანია ,,ბილაინი", ,,სილქნეტი", ,,კავკასუს ონლაინი" გამოჩნდნენ და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის ნიშნებიც გაჩნდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფასების შემცირების ტენდენციაც დაიწყო, განსაკუთრებით მობილური ოპერატორების ბაზარზე, თუმცა ბოლო წლებში, ჯერ ,,მაგთიკომისა" და ,,კავკასუს ონლაინის" გაერთიანების, შემდეგ კი ,,სილქნეტისა" და ,,ჯეოსელის" შედეგად ბაზარზე ფაქტობრივად ორი კომპანია დარჩა, რამაც ოლიგოპოლიური მდგომარეობა შექმნა.



მხოლოდ გაერთიანება და ოლიგოპოლიური მდგომარეობა, ბუნებრივია, საგანგაშო არ არის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ქართულ ბაზარს და ,,მაგთიკომისა" და ,,სილქნეტის" საქმიანობის პრაქტიკას წლების განმავლობაში, რეალობა ნამდვილად არასახარბიელოა. ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ და მსოფლიოში ფასების მუდმივი კლების მიუხედავად საქართველოში სატელეკომუნიკაციო ბაზრის არცერთ სეგმენტში ფასების კლებას ფაქტობრივად ადგილი არ ჰქონია. პირიქით, მობილური ოპერატორების ბაზარზე (თუ არ გავითვალისწინებთ სხვადახვა თემატურ პაკეტებს, რაზეც ხშირად ამახვილებენ კომპანიები ყურადღებას) ფასები გაიზარდა კიდეც და ერთი წუთის ღირებულება კომპანიებისთვის დაწესებულ ზედა ზღვარს – 24 თეთრს გაუთანაბრდა. რაც შეეხება ინტერნეტბაზარს, უამრავ პრობლემასთან ერთად ამ სექტორშიც ფასები ბოლო წლების განმავლობაში უცვლელია და მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 1 წლის წინ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა ბაზარზე ინტერნეტის ხარისხი და ფასები ერთმანეთს არ შეესაბამებაო, არანაირი შედეგი ამ განცხადებას არ მოჰყოლია.



მართალია ,,სილქნეტმა" ,,ჯეოსელის" შეძენის შემდეგ დააანონსა, რომ გაერთიანებულ მომსახურებებს გაცილებით იაფად და უკეთესი პირობებით შესთავაზებდა მომხმარებელს, მაგრამ დაახლოებით იგივე ტიპის განცხადება იყო წლების წინ გაკეთებული ,,მაგთიკომის" მიერ, როდესაც ,,კავკასუსი" შეიძინა, თუმცა მას შემდეგ ფასებიც იგივე დარჩა და ხარისხი კი საკმაოდ გაუარესდა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული იგივე სტილში გააგრძელოს საქმიანობა ,,სილქნეტმაც" და საბოლოო ჯამში ბაზარზე შექმნილი ოლიგოპოლიური მდგომარეობა ისევ და ისევ მოქალაქეებს დააზარალებს, ხოლო კომპანიების მადას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.


არსებულ სიტუაციაში გამოსავალი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სწორი და ეფექტური მუშაობაა, მნიშვნელოვანია, რომ არ დაუშვას ორი კომპანიის გარიგება და მუდმივად აკონტროლოს ბაზარზე არსებული სიტუაცია. თუმცა, ამ მიმართულებითაც საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა, ვინაიდან მარეგულირებელი, ფაქტობრივად, არ ერევა კომპანიების საქმიანობაში და საკმაოდ იშვიათად თუ აძლევს შენიშვნებს თუ მითითებებს კომპანიებს. შესაბამისად, დაველოდოთ რას გვიჩვენებს ახალი რეალობა და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შექმნილი ოლიგოპოლიური მდგომარეობა.



BFM.GE






გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ
access_time2019-04-25 19:30:07
გერმანიის ორი უმსხვილესი ბანკი გაერთიანდებაზე ვერ შეთანხმდა. როგორც Deutsche Bank-ის და Commerzbank-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ უკვე დაასრულეს შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები. როგორც კომპანიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერია, ანალიზის შედეგად მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გაერთიანება ბანკებს სარგებელს არ მოუტანდა. შედეგად ორივე ბანკმა გადაწყვიტა დაესრულებინათ დისკუსიები. გერმანიის ხელისუფლება, რომელიც...

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა - უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა -  უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ
access_time2019-04-25 16:30:20
კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში ტერიტორიის განაშენიანების ახალი გეგმა წარადგინა. სივრცის მოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქის მთავრობაში თითქმის ერთი წლის  წინ შევიდა, დღემდე გაჩერებულია. როგორც კომერსანტს კუს ტბის გენერალურმა დირექტორმა ნინო ბადაგაძემ განუცხადა, დღემდე უცნობია, რა მიზეზით არის გაჩერებული წინა, მასშტაბური  პროექტი. ამჟამად კი  მერიას  ცალ-ცალკე, სამი დამოუკიდებელი პროექტი...

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

მონღოლეთში ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)

მონღოლეთში  ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)
access_time2019-04-25 17:30:28
უკვე ერთი წელია საქართველო მონღოლეთთან სავაჭრო ურთიერთობით და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვით...

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...


მსგავსი სიახლეები

up