15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება

access_time2019-05-21 15:30:35

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“  ისევე როგორც EVDO-ს მოდემის  მომხმარებლები სერვისით ვერ ისარგებლებენ, - ამის შესახებ  “კომერსანტს“  სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომში“  განუცხადეს.



15 ივნისიდან CDMA ლიცენზიას ვადა გასდის  და  „მაგთი ფიქსის“ ნაცვლად, იმ ლოკაციებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი,“მაგთის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული ტელეფონიით.



„ EVDO მოდემის ნაცვლად, შეგიძლიათ ისარგებლოთ მაგთის 3G მოდემით, რომელიც  უფასოდგადმოგეცემათ ამისათვის აუცილებელია,  დაუზიანებელი მოდემი, რომელიც  იურიდიულმა მფლობელმა უნდა წარადგინოს მაგთის ნებისმიერ ოფისში. აუცილებელი პირობაა ის რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში იყოს აქტიური, მოდემის უფასოდ შეცვლა შესაძლებელია 13.05.19-დან 30.06.19-ის ჩათვლით.  აბონენტთა საყურადღებოდ, ვინც სარგებლობთ ორსიხშირიანი მოდემით, კვლავ შეძლებთ მომსახურებით სარგებლობას მხოლოდ 3G (WCDMA) ქსელის გამოყენებით.“ - აცხადებენ  „მაგთიკომში. 



როგორც კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ,   უფრო მაღლტექნოლოგიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი სერვისი  „მაგთი ფიქსის შემცვლელი იქნება.  



 „დღეს იმ ადგილებში, სადაც ჩვენი ოპტიკურ-ბოჭკოვანი სერვისია,ადამიანებს შეუძლიათ ისარგებლონ ფიქსირებული ტელეფონის მომსახურებით, ამისთვის უნდა გაკეთდეს განცხადება. ეს ინტერნეტი უფრო მაღალტექნოლოგიურია.“ - აცხადებს კომპანიის პრესსამსახურის უფროსი ქეთი ლომაძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში.



“მაგთი ფიქსი” წარმოადგენს უსადენო ფიქსირებული ტელეფონის მომსახურებას, რომელიც ოპერირებისთვის იყენებს CDMA 450 ტექნოლოგიას (ოპერირებს 450 მეგაჰერც სიხშირეზე). საცალო ბაზარზე სადენიანი ფიქსირებული ტელეფონიის შეთავაზება “მაგთიკომმა” 2016  წლიდან დაიწყო.



მარიამ მორგოშია





ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...

თბილისში ხეების ახალი დაავადება ვრცელდება - ამჯერად საფრთხე ცხენის წაბლს ემუქრება

თბილისში ხეების ახალი დაავადება ვრცელდება - ამჯერად საფრთხე ცხენის წაბლს ემუქრება
access_time2019-08-21 16:00:09
ბოლო წლებში თბილისსა და მის შემოგარენში ხე-მცენარეების დაზიანება და ხმობა ადვილად შესამჩნევი გახდა. ფიჭვების მასიურ ხმობაზე “კომერსანტმა“ ერთ-ერთი პირველმა დაიწყო საუბარი და ამ პრობლემას დღემდე აქტიურად აშუქებს.  ამჯერად  სხვა ჯიშის ხეების ახალ დაავადებაზე ვსაუბრობთ.  “კომერსანტმა“ შეამჩნია, რომ თბილისში, გიორგი წერეთლის ქუჩაზე 4 ცხენის წაბლი ხმება. ფოთლის ჭკნობა თავდაპირველად ერთ ხეს დაეწყო, რომელიც ცოტა...

მეთიუ ბრაიზა - თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა

მეთიუ ბრაიზა - თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა
access_time2019-08-21 12:35:34
თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR- ს განუცხადა. მისი შეფასებით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს . „ანაკლიის პორტი სტრატეგიული თვალაზრისით საქართველოსთვის...

ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს - “თქვენმა 7 წლიანმა მმართველობამ საქართველო დააბრუნა ძველ დროში, მოგვიტანა დიქტატურა, შიში, არასტაბილურობა, კრიმინალის მაღალი დონე და კორუფცია"

ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს - “თქვენმა 7 წლიანმა მმართველობამ საქართველო დააბრუნა ძველ დროში, მოგვიტანა დიქტატურა, შიში, არასტაბილურობა, კრიმინალის მაღალი დონე და კორუფცია
access_time2019-08-21 12:00:50
ბიზნესმენი ფადი ასლი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და მას მსოფლიოს ცნობილ დიქტატორებს ადარებს. ამასთან, ფადი ასლი ივანიშვილს ახსენებს, რომ ყველა დიქტატორის რეჟიმი ადრე თუ გვიან სრულდება. ბიზნესმენი ღია წერილში იმ ვითარებაზე საუბრობს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა. ფადი ასლი მოახლოებულ 2020 წლის არჩევნებსაც ეხება და ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობას პანიკურს უწოდებს. „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო...


მსგავსი სიახლეები

up