„მაგთი“ აბონენტებს სატელეფონო თაღლითობის ფაქტების შესახებ აფრთხილებს

„მაგთი“ აბონენტებს სატელეფონო თაღლითობის ფაქტების შესახებ აფრთხილებს

access_time2020-04-29 23:20:25

კომპანია „მაგთიკომი“ აბონენტებს სატელეფონო თაღლითობის ფაქტების გახშირების შესახებ აფრთხილებს.

 

„სამწუხაროდ, გახშირდა სატელეფონო თაღლითობის ფაქტები, რისთვისაც არაკეთილსინდისიერი პირები სხვადასხვა სქემას იყენებენ.

 

გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, რათა არ დაზარალდეთ: ნუ გადარეკავთ გამოტოვებულ უცხო საერთაშორისო ნომრებზე, ნუ გაანდობთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს და საბანკო ბარათის კოდებს.

 

▪️ აბონენტები ვებბრაუზერებში და აპლიკაციებში იღებენ შეტყობინებას, თითქოს მათ გამოტოვეს მნიშვნელოვანი შეტყობინება ნომრიდან +995 591 555759 (სინამდვილეში ეს ნომერი არ არის რეგისტრირებული).

 

ასევე, რიგ შემთხვევაში პრიზის მისაღებად აბონენტს სთხოვენ მობილური ოპერატორის არჩევას,

რათა მათ გასცენ პრიზი.


 

შეტყობინების გახსნის შემთხვევაში მომხმარებლები გადამისამართდებიან ყალბ ვებგვერდებზე, სადაც თითქოს ეძლევათ შანსი, მოიგონ Iphone 11 Pro და სთხოვენ პირადი მონაცემების შეყვანას.

 

მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ აღნიშნული სქემა წარმოადგენს თაღლითობას, ნუ გაანდობთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს, ასევე საბანკო ბარათის კოდებს.

 

▪️ მაგთის აბონენტებთან ფიქსირდება გამოტოვებული საერთაშორისო ზარები ნომრებიდან, შემდეგი პრეფიქსებით: 372, 381, 257, 436.

 

ამ ნომრებზე გადარეკვისას ისმინება ქართული ტექსტი:

„გილოცავთ, თქვენ გადახვედით შემდეგ ტურში და გთხოვთ უპასუხოთ შემდეგ ხუთ კითხვას. . .“

 

აღნიშნული ტექსტი მხოლოდ დროის გაყვანას ემსახურება და ვინაიდან მიმართულებები საერთაშორისოა, ანგარიშიდან ჩამოიჭრება თანხა.

 

დაფიქსირებული ნომრები უკვე დაბლოკილია.

 

გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, ნუ გადარეკავთ მსგავს უცნობ ნომრებზე, ვინაიდან მიმართულებები საერთაშორისოა და დაზარალდებით“, – აცხადებენ „მაგთიკომში“.


თეგები:
მაგთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up