„მაგნიტში“ გრანდიოზული საიუბილეო გათამაშება იწყება

„მაგნიტში“ გრანდიოზული საიუბილეო გათამაშება იწყება

access_time2022-01-06 11:55:08

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ 7 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, ახალ გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს. 


გათამაშების ბილეთების გაცემა 7 იანვარს დაიწყება, 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება და თვეში 7 პრიზი გათამაშდება. 


გათამაშების წესები მარტივია: ყოველი 10 ლარის დანახარჯზე, მომხმარებელი გათამაშების 1 ბილეთს მიიღებს. ბილეთი შედგება ორი ნაწილისგან. შედარებით მცირე ნაწილზე, მომხმარებელი თავად მიუთითებს სახელს, გვარსა და ტელეფონის ნომერს და ჩააგდებს „მაგნიტის“ ფილიალებში განთავსებულ სპეციალურ ყუთში. ბილეთის მეორე ნაწილი კი მომხმარებელმა აუცილებლად გათამაშების დასრულებამდე უნდა შეინახოს. 


მნიშვნელოვანია, რომ ბილეთის მფლობელმა სწორად შეავსოს თავისი მონაცემები. შევსებული ბილეთები მოთავსდება დოლურაში და ყოველი თვის 7 რიცხვში, 18:30 საათზე ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში გათამაშება გაიმართება, სადაც 7 გამარჯვებული გამოვლინდება.


თითოეულ თვეში, გათამაშებაშია 7 პრიზი:

მაგნიტის  1000 ლარიანი ვაუჩერი;

iPad Air;

PlayStation 5;

iPhone 13 Pro Max;

MacBook Air;

2 კაციანი საგზური საქართველოში 7 დღე;

და  სუპერ პრიზი: 100,000 ლარი.


პრიზის მისაღებად, აუცილებელია მოგებიდან 30 დღის განმავლობაში, ბილეთის მფლობელმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გამარჯვებული ბილეთის მეორე ნახევარი, ამის შემდეგ არაუგვიანეს 6 დღისა გამარჯვებულს კუთვნილი  პრიზი გადაეცემა. მომგებიანი ბილეთის წარდგენა მოხდება „მაგნიტის“ სათავო ოფისში - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #18, სამუშაო დღეებში, 10:00- დან 19:00 საათამდე.


მაგნიტი“ საზოგადოებას მუდამ სიახლეებს და ინოვაციურ პროექტებს სთავაზობს. კომპანიამ გასულ წლებშიც არაერთხელ გაახარა თავისი მომხმარებლები წამახალისებელი პროექტებით, სხავდასხვა საჩუქრით და სუპერ პრიზებით. 

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაშიც აქტიურადაა წარმოდგენილი. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 300-მდე ფილიალი აქვს და 4500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.   



(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up