„მაგათი წერტილოვანი, ბოლოს „ლოქდაუნით“ მთავრდება“ – „ალბათ, მთავრობას  დრო საერთოდ არ რჩება, ეკონომიკაზე იფიქროს“ - კახა ხაზარაძე

„მაგათი წერტილოვანი, ბოლოს „ლოქდაუნით“ მთავრდება“ – „ალბათ, მთავრობას დრო საერთოდ არ რჩება, ეკონომიკაზე იფიქროს“ - კახა ხაზარაძე

access_time2021-04-21 15:30:46

„გვინდა გვჯეროდეს, რომ ამ სიტუაციიდან რაღაც გამოსავალი მოიძებნება, მაგრამ დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტით არის დაკავებული და ალბათ, მთავრობას დრო საერთოდ არ რჩება, ეკონომიკაზე იფიქროს“,- ამის შესახებ „აი-სი-არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული წერტილოვანი შეზღუდვები, როგორც წესი „ლოქდაუნით“ სრულდება, რასაც ბიზნესი კატასტროფამდე მიჰყავს.

 

„გვინდა გვჯეროდეს, რომ ამ სიტუაციიდან რაღაც გამოსავალი მოიძებნება, მაგრამ დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტით არის დაკავებული და ალბათ, მთავრობას დრო საერთოდ არ რჩება, რომ ეკონომიკაზე იფიქროს. იმიტომ, რომ ეკონომიკაზე ფიქრისას, როგორც მინიმუმ, ხშირი კომუნიკაცია უნდა ხდებოდეს. თუნდაც, 10-წლიან გეგმას რომ ამზადებს, ბიზნესთან კომუნიკაცია უნდა გჭირდებოდეს იმისთვის, რომ ხედვები მოისმინო. ხომ არ შეიძლება, ცალკე ოთახში დაჯდე, რაღაც გეგმა დაწერო, მერე ის გამოიტანო და წარადგინო. ამიტომ, მე პირადად ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ 10-წლიან გეგმას, როცა არ ვიცი, როგორი იქნება წლევანდელი გეგმა.


 

ნებისმიერი შეზღუდვა ბიზნესზე ძალიან ცუდად მოქმედებს და განსაკუთრებით ეს პირდაღებული პრობლემა, კომენდანტის საათი, რომელიც არასდროს არ იქნა მოხსნილი. გავიგე, რომ შეიძლება მთლიანად არ გაუქმდეს, მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ 9 საათის ნაცვლად გადაიწიოს 11-ან 12 საათამდე?! მათ ახსენეს, რომ თურმე ეს ქეიფების პრევენციისთვის შემოიღეს, მაგრამ თვითონვე ამბობენ, რომ კომენდანტის საათით ამაზე ზეგავლენას ვერ ახდენს. ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდებს. იცით, რომ ლარის ინფლაციაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. მე ახლა დასავლეთში ვიმყოფები (ჩვენ სოფლის მეურნეობის პროექტებშიც ვართ), სადაც საკმაოდ ცუდი ამინდები და წვიმები იყო მთელი წლის დასაწყისში. შედეგად, რაღაც სამუშაოები დაგვიგვიანდა, ახლა თუ რეგულაციები შემოვიდა, ჩათვალეთ, რომ ამ საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაც ძალიან რთული იქნება. ანუ, ეს ნებისმიერი სფეროს კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ჩააგდებს. ჩვენ ვიცით, მაგათი წერტილოვანი, ბოლოს „ლოქდაუნით“ მთავრდება. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ თუ გვინდა სიტუაცია სტაბილურობისკენ წავიყვანოთ, სასწრაფოდ კომენდანტის საათის უნდა იყოს გადაწეული 11-12 საათამდე“,- განაცხადა კახა ხაზარაძემ.

 

წყარო: bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up