მაღაროელები ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, აქციებს იწყებენ

მაღაროელები ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, აქციებს იწყებენ

access_time2018-07-21 16:46:05

ტყიბულში მეშახტეებს ემშვიდობებიან - 16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი 2 მეშახტე დღეს დაკრძალეს, ორს კი ხვალ დაკრძალავენ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მეშახტეები მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

საპროტესტო გამოსვლა ორშაბათს, დილის 10:00 საათზე, ტყიბულის ცენტრშია დაგეგმილი.

მეშახტეები მინდელის შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

გარდა ამისა, მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულები საქართველოს პრემიერ-მინისტრს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ. მეშახტეები მამუკა ბახტაძეს სთხოვენ, არ დაუშვას შახტების დახურვა და ადგილობრივების შემოსავლის გარეშე დარჩენა.


 „ორშაბათს, 10:00 საათიდან, მოვუწოდებ მეშახტეებს, ყველას, ვისაც გული შესტკივა ამ საქმეზე, შეიკრიბოს ტყიბულის ცენტრში, კულტურის სახლთან. იქ იმართება დიდი აქცია, რათა ეს სისხლისმსმელები, ეს სისხლის მწოველები, დაწყებული  გია ქარქაშაძიდან და დამთავრებული მთავარი ინჟინრით, მთელი პერსონალი, რომელიც არის წარმოდგენილი საქნახშირის ხელმძღვანელობაში, ყველა უნდა გავუშვათ პასუხისგებაში,“ - აცხადებს მეშახტე ხვიჩა გაბუნია.

მომხდარის შესახებ საუბრობენ გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახის წევრებიც. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათთან მხოლოდ სამძიმრის გამოსაცხადებლად მივიდა და ჯერჯერობით რაიმე სახის დახმარებაზე საუბარი არ ყოფილა.

მინდელის შახტში აფეთქება 16 ივლისს გამთენიისას მოხდა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 და დაშავდა 6 მეშახტე.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც აფეთქების მიზეზებს დაადგენს.


რუსთავი 2




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up