„მაღალტექნოლოგიური დერეფნების სრულყოფილი ფუნქციონიორება ენერგეტიკის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია“

„მაღალტექნოლოგიური დერეფნების სრულყოფილი ფუნქციონიორება ენერგეტიკის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია“

access_time2022-09-15 12:10:00

„მაღალტექნოლოგიური დერეფნების სრულყოფილი ფუნქციონიორება ენერგეტიკის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. ახალ ტექნოლოგიებს სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია და მდგრადი გადამცემი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიის გენერაცია და გადაცემა ნებისმიერ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი არტერიაა და ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სისტემებთან ერთად, მის ეფექტიანობას განსაზღვრავს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოება და სტაბილურობა დამოკიდებულია სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფაზე, შესაბამისად, ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებასა და გადაცემის საიმედოობაზე. მისი თქმით, ენერგეტიკული პოლიტიკის გამტარებლების მთავარი გამოწვევაა პროცესის მართვა ისე, რომ მაქსიმალურად გაზარდოს სარგებელი ენერგეტიკული სისტემისთვის და მინიმუმამდე დაიყვანოს უარყოფითი ზემოქმედება.


რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება როგორც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, ისე ახალი გენერაციის ობიექტებზე მოთხოვნა. „ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ენერგოსისტემას შეემატა მთელი რიგი ახალი ობიექტებისა. მათ შორის, 55 ჰიდროელექტროსადგური, 2 თბოელექტროსადგური, რომლებიც გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე მანამდე არსებულები და ერთი ქარის ელექტროსადგური. 2022 წლის განმავლობაში ინვესტორებთან გავაფორმეთ 61 ხელშეკრულება, რაც ქვეყანაში 704 მლნ. აშშ დოლარამდე ინვესტიციას გულისხმობს და პოტენციურად 1,6 მილიარდ კვტ სთ-ს შემატებს წლიურად ადგილობრივ გენერაციას. საქართველოში პირველი ნაბიჯები იდგმება „მწვანე" წყალბადის წარმოების განვითარების მიმართულებით. ასევე იზრდება დაინტერესება მზის და ქარის ენერგეტიკით,“ - განაცხადა მან.



მინისტრის მოადგილემ სამიტის მონაწილეების ყურადღება გაამახვილა „შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტზე“ - ეს არის ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს. „როგორც წინასწარმა ეკონომიკურმა ანალიზმა აჩვენა, პროექტი სიცოცხლისუნარიანია და მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს არა მართო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, რუმინეთს და სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. „ისინი შეძლებენ, ისარგებლონ ექსპორტის გაფართოებული შესაძლებლობებით, ხოლო ზამთრის პერიოდში განახორციელონ იმპორტი კონკურენტული ფასებით, რაც ძვირადღირებულ იმპორტსა და თბოგენერაციაზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც პროექტის ნაწილი იქნება, საშუალებას მისცემს გაიზარდოს ფართოზოლოვანი მონაცემთა ტრაფიკი. ასევე, ხელს შეუწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


თბილისის სამიტში მონაწილეობა მიიღო ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებმა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩატარდა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up