მაღალმთიან სოფლებში ეფექტიანი ენერგოუზრუნველყოფის სისტემის შემუშავების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

მაღალმთიან სოფლებში ეფექტიანი ენერგოუზრუნველყოფის სისტემის შემუშავების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

access_time2020-02-06 17:33:57

საქართველოს მაღალმთიან სოფლებში ეფექტიანი ენერგოუზრუნველყოფის სისტემის შემუშავების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



შეხვედრას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - ილია ბეგიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - დავით თვალაბეიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ეკატერინე დგებუაძე და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი - მიხეილ შალამბერიძე ესწრებოდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა.



ლევან დავითაშვილის განცხადებით, ალტერნატიული სათბობი საშუალებების მოძიების მიზანი, ქვეყანაში ტყის მასივებზე ზეწოლის შემცირებაა, რაც ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის დღის წესრიგს წარმოადგენს.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას ბიომასის გადამუშავების შედეგად მიღებული ალტერნატიული სათბობი რესურსის - ბრიკეტების წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც მნიშვნელოვანია ნარჩენების ეფექტიანი მართვის თვალსაზრისითაც.



ლევან დავითაშვილის განცხადებით, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისთვის ბრიკეტებზე ხელმისაწვდომობა, საქმიანი ეზოების საშუალებით, უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე - იური ნოზაძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი - არჩილ ნიკოლეიშვილი ესწრებოდნენ.







6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა
access_time2020-04-06 18:00:27
გასული კვირის ბოლოს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კორონოვირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელებულმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, საჯაროდ უსაყვედურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სიტლანქისა და მოუქნელობის გამო. მედიასთან საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ, ანუ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური გაერთიანების პირველი პირის მიერ მიწერილ წერილზე, რომელიც პრაქტიკულად ბოქსირებული პალატიდან გაუგზავნა გვენეტაძეს და სადაც ოპერატიულ...

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე
access_time2020-04-06 17:00:04
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ...

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში  საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს
access_time2020-04-06 16:10:36
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ თანამშრომლობას აღრმავებენ. ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში EBRD 38 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორს...


მსგავსი სიახლეები

up