მაღალი ტექნოლოგიები და სიკვდილით დასჯა - 20 ფაქტი ბელორუსიის შესახებ

მაღალი ტექნოლოგიები და სიკვდილით დასჯა - 20 ფაქტი ბელორუსიის შესახებ

access_time2020-08-16 14:00:56


ალბათ ბელორუსიაში მიმდინარე დრამატულ მოვლენებს თვალს თითქმის ყველა ადევნებს. თუმცა, საქართველოში ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა იციან.



აი რამდენიმე ფაქტი ბელორუსიის შესახებ

მთელი ბელორუსიის ეკონომიკა  ერთ ამერიკულ შტატს უდრის


ინტერნეტში ქვეყნების ეკონომიკებს აშშ-ს შტატებთან ხშირად ადარებენ, რადგანაც ისინი ერთანეთისგან ძალიან განსხვავდებიან როგორს მოსახლეობის რაოდენობით, ასევე განვითარების დონით.

ბელორუსია არაა ძალიან განვითარებული ქვეყანა, და მისი მშპ შტატ ჩრდილოეთ დაკოტას მშპ-ს უდრის.

თავად ჩრდილოეთ დაკოტა კი 50 შტატიდან მშპ-ს მხრივ 47-ე ადგილზეა.

ბელორუსია საქართველოზე მდიდარია
ბელორუსია, ისევე როგორც საქართველო მდიდარი ქვეყანა არაა, თუმცა, მისი მშპ 2000 დოლარით მეტია - 6700 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე.

მაგრამ სხვა მეზობელ ქვეყნებთან, ძირითადად ევროკავშირის წევრებთან, ბელორუსია ძალიან ღარიბია, და მაღალი ეკონომიკური ზრდით არ გამორჩევა.

ეკონომიკას სახელმწიფო აკონტროლებს
ბელორუსიაში სსრკ-ს დაშლის შემდეგ მასშტაბური პრივატიზაცია არ მომხდარა, ამიტომაც მშპ-ს 70% ნახევრად სახელმწიფო საწარმოებში იქმნება.

ბელორუსულ ენაზე მხოლოდ მოსახლეობის 2% ლაპარაკობს ბელორუსია ძალიან რუსიფიცირებული ქვეყანა. სადღეისოდ იქ 2 სახელმწიფო ენაა - ბელორუსული და რუსული, თუმცა, მეორე აშკარად პრივილეგირებულ მდგომარეობაშია.

ეროვნულ ენაზე არა მხოლოდ არ ლაპარაკობენ, არამედ მას არ ფლობენ. სკოლებში ბელორუსულ ენაზე ბავშვების მხოლოდ 11% სწავლობს.

ეს მაშინ, როდესაც ერთ დროს ყველა ლაპარაკობდა ბელორუსულ ენაზე - 1897 წლის რუსეთის იმპერიის აღწერის თანახმად მოსახლეობის 90% იმ დროს ბელორუსულენოვანი იყო.

ხელისუფლებას კონცერტის აკრძალოს იდეოლოგიური შეხედულებებიდან გამომდინარე შეუძლია
ამ ქვეყანაში კონცერტის ჩატარება მარტივი საქმე არაა. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში იდეოლოგიური მუშაობის, კულტურის, და ახალგაზრდობის სამმართველოები არსებობს, და ღონისძიების ჩატარების ნებართვა შემსრულებელს სწორედ მათ უნდა გასცენ.

2011-2019 წლებში ასეთი ნებართვა როგორც მინიმუმ 11-მე შემსრულებელმა ვერ მიიღო.

ბელორუსები ბევრ ალკოჰოლს მოიხმარენ
ბელორუსიაში წლიურად 1 ადამიანზე 11,2 ლიტრი სუფთა ალკოჰოლი მოდის - ეს საშუალოევროპულ მაჩვენებელზე მეტია. ეს ასევე მეტია ვიდრე უკრაინაში, მაგრამ ნაკლები ვიდრე რუსეთში.

ბელორუსიაში განვითარებულია მაღალი ტექნოლოგიები IT-სექტორს ქვეყნის ეკონომიკაში დიდი ადგილი უჭირავს.

ბელორუსი პროგრამისტების 60% შეკვეთებს საერთაშორისო კომპანიებისთვის ასრულებს.
სამუშაო ადგილების რაოდენობის კუთხით ის არის ქვეყნის ეკონომიკის მე-3 სექტორი.

ბელორუსიაში სპეციალური ტექნოპარკი მოქმედებს, სადაც მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმის მოქმედებს.

2014-20197 წლებში კომპიუტერული მომსახურეობის ექსპორტი ბელორუსიიდან 4-ჯერ გაიზარდა. ეს ქვეყნის სერვისის ექსპორტის მოცულობით მე-5 დარგია.

მაღალი ტექნოლოგიების წილი ბელორუსიის ეკონომიკაში 6,5%-ს შეადგენს.

ბელორუსიის ტექნოპარკში Maps.me და საყოველთაოდ ცნობილი Viber გაჩნდა, აქაურ სტარტაპებში ინვესტიციებს Facebook დებს.

ინტერნეტი იქ ერთ-ერთი ყველაზე იაფია მსოფლიოში საშუალოდ ინტერნეტი ბელორუსიაში თვეში 10 დოლარი ღირს. ეს მე-5 ადგილია მსოფლიოში.

ბელორუსია არის ერთად-ერთი ქვეყანა, სადაც „ოქტომბრის დიდ სოციალისტური რევოლუციის“ დღეს ზეიმობენ.
ამ დღესასწაულზე რუსეთმაც კი უარი თქვა.

ბედნიერების რეიტინგში ქვეყანა 81-ე ადგილზეა ეს რეიტინგის შუაშია

ბელორუსიაში სიკვდილით დასჯა მოქმედებს
1996 წლის რეფერენდუმზე სიკვდილით დასჯის წინაამღდეგ ხმა მოსახლეობის მხოლოდ 18%-მა მისცა.

ეკონომიკა ძალიან დამოკიდებულია რუსეთზე



ბელორუსებს რუსეთი უყვართ, და ისინი რუსეთის საფრთხედ არ მიიჩნევენ. მინსკი პოლიტიკაში როგორც წესი რუსეთს მიჰყვება.

მომავალში იგეგმება მათი მეტი დაახლოვება, თუმცა, ღრმა ინტეგრაციას თავად ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ეწინაამღდეგება.

რუსეთი უმსხვილესი ინვესტორია
ბელორუსიის ექსპორტის 38% რუსეთზე მოდის. სხვა მიმართულებებიც რუსეთთანაა დაკავშირებული - დანარჩენი ექსპორტის მესამედი არის ნავთთობპროდუქტები, რომლებიც ევროკავშირში გადის.

თუმცა, ნავთობს ქვეყანა შეღავათიან ფასებში რუსეთისგან ყიდულობს.

ბელორუსიაში რუსული სამხედრო ბაზები მდებარეობს


ეს რადიოსალოკაციო სადგურია, რომელიც სარაკეტო შეტევების შეტყობინებაზე მუშაობს, და კავშირგაბმულობის კვანძი, რომელიც რუსული ფლოტის სარდლობას ატომურ წყალქვეშა ნავებთან აკავშირებს.

ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტად უკვე 26 წელია რჩება.
ის აირჩიეს 1994 წელს. როდის წავა ლუკაშენკო ამ პოსტიდან - ძალიან ძნელი სათქმელია.

თეგები:
ბელორუსია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up