ზაალ იაკობიძე-„მაღალი კურსი, ბუნებრივია, იწვევს ფასების მატებას“ - რამდენი თეთრით შეიძლება გაძვირდეს საწვავი?

ზაალ იაკობიძე-„მაღალი კურსი, ბუნებრივია, იწვევს ფასების მატებას“ - რამდენი თეთრით შეიძლება გაძვირდეს საწვავი?

access_time2019-07-31 19:25:24

ნავთობპროდუქტების ფასზე ძირითადად ორი მთავარი ფაქტორი ახდენს გავლენას, ეს არის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში და საერთაშორისო ბაზარზე პლატცის ფასი.როგორც ნავთობიმპორტიორი კომპანიები აცხადებენ, საწვავის ფასზე ნეგატიური გავლენა ამ ორი ფაქტორიდან მხოლოდ ლარის კურსმა შეიძლება იქონიოს, რადგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი გაზრდის შემდეგ დასტაბილურდა, ლარი კი, დევალვაციას განაგრძობს.


კომპანიების თქმით, შემდგომი იმპორტის განხორციელების დროს ლარის კურსი ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება საწვავის ფასზე და შესაძლებელია ზრდა პირველ ეტაპზე 5-6 თეთრის ფარგლებში იყოს.


„მარაგების შევსების თემა მითივით არის, რომ თითქოს დიდი მარაგების შევსება ხდება. ჩვეულებრივ რეჟიმშია ხოლმე, რადგან არავინ იცის, რა იქნება 2 კვირის ან ერთი თვის შემდეგ. ასე რომ, მარაგების შევსებას დიდად აზრი არ აქვს. ეგ ნიშნავს, რომ შეგიძლია რაღაც პროგნოზი გააკეთო, პროგნოზები კი, ამ სფეროში პრაქტიკულად შეუძლებელია. მარაგების შევსება, როგორც წესი, ორი კვირიდან ერთი თვის ფარგლებში ხდება. თუ ლარის კურსი განაგრძობს გაუფასურებას, შესაბამისად, ეს ძალიან სწრაფად აისახება საწვავის ფასებზე. ეს არის ძალიან სწრაფად რეაგირებადი თემა, თუ ახლა არ აისახა, აუცილებლად აისახება რამდენიმე დღეში. როგორც წესი 5-6 თეთრის ფარგლებში ხდება დაკორექტირება და შემდგომ იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აცხადებს „სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ზაალ იაკობიძე.


კითხვაზე - რამდენი თეთრით გაძვირდება საწვავი, „ვისოლის“ გენერალური დირექტორი კონკრეტულ ციფრს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ გაუფასურებული ლარი, ბუნებრივია, აისახება შემდგომი იმპორტის განხორციელების დროს საწვავის ფასზე.



„შესყიდვებს და მარაგებს ისე ვაკეთებთ, როგორც გვქონდა და ბუნებრივია, დევლავირებული ლარი იმოქმედებს ახალ იმპორტზე თავისი ნეგატიური კუთხით.ჯერჯერობით, დამატებით შესყიდვებს არ ვაკეთებთ. 


იმპორტირებულ პროდუქტზე ნებისმიერი ახალი კურსი, რომელიც ნეგატიურად აისახება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ გაძვირდება პროდუქცია. ჯერ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, თუმცა თუ მაღალი კურსი იქნება, ბუნებრივია, მოხდება ფასების მომატებაც. ყოველდღიურად ხდება ნავთობპროდუქტების შემოტანა, ძირითადად 2-3 კვირიანი ციკლია, როცა ვაკეთებთ მარაგების შევსებას.


ჩვენ ცვლადი ორი კომპონენტი გვაქვს. თუ ერთ-ერთი კომპონენტი იცვლება, ვმოქმედებთ იმის მიხედვით. დღეს დგას გაცვლითი კურსის პრობლემა, რაც ნეგატიურ როლს შეიტანს ფასის გაზრდაში.ვცდილობთ, მინიმალური ცვლილება გავაკეთოთ, რათა ბრუნვა იქნას შენარჩუნებული. ჩვენი ინტერესია მეტი ლიტრი გავყიდოთ, ამის საშუალებას იძლევა დაბალი ფასი“, - აცხადებს ვასილ ხორავა.


შეგახსენებთ, ბოლოს საცალო ქსელში საწვავი 3 კვირის წინ 5-10 თეთრის ფარგლებში გაძვირდა.


BMG






„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს

„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს
access_time2019-11-12 16:00:01
„დამოუკიდებელი დილერების სიცოცხლისუნარიანობა დაღმავალ ტრენდს აჩვენებს“-ამის შესახებ „სპარის“ მმართველმა დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.მისი განმარტებით, ამის გათვალისწინებით, „სპარი“ უბნის მაღაზიის ტიპის ბიზნესებს თავის პირობებს სთავაზობს, რაც ფრანჩიზაში გამოიხატება. „ვყიდით ერთგვარად ბრენდს, მათ შეუძლიათ „სპარის“ ბრენდით ისარგებლონ“, – აცხადებს მანჯგალაძე. მისივე განცხადებით, 2020 წლიდან იგეგმება...

ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“

ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“
access_time2019-11-12 15:00:28
ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სიღნაღში ორი სასტუმროს (Sighnaghi Art Hotel და Villa Provance) მფლობელია, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით უცხოელ ტურისტებში სარგებლობს. ლალი მოროშკინა წლევანდელი სეზონის ჩავარდნაზე და სიღნაღში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე „კომერსანტს“ ესაუბრა. „რუსეთის მიერ ფრენების შეწყვეტამ და ტურისტული სეზონის დასრულებამ, ძალიან იმოქმედა ჩემს სასტუმროზე და ზოგადად, სიღნაღში არსებულ სასტუმროებზე. რა თქმა უნდა მთავარი პრობლემა არა...

BAG-ის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ

BAG-ის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ
access_time2019-11-12 12:45:38
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესი, ასევე ამ ცვლილებებთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემატური საკითხები, მათ შორის: ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვა; სტაჟირების დაქვემდებარება შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი;...

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
access_time2019-11-12 17:00:50
თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოსაწყობად დედაქალაქის მთავრობა მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებას ტრანსპორტის გენერალური გეგმის მიხედვით გაზაფხულიდან დაიწყებს. მერიას გენერალური გეგმისთვის კვლევა უკვე დაკვეთილი...

მაია ბითაძე - ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება

მაია ბითაძე - ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება
access_time2019-11-12 13:00:35
თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად ჩანაცვლების შემდეგ მგზავრობის საფასური არ შეიცვლება.როგორც მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური პროექტების სუბსიდირებას მომავალშიც გააგრძელებს. “ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ არ იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასის მატება. სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს სუბსიდირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიუხედავად იმისა, რომ...


მსგავსი სიახლეები

up