მაღალი ფასების გამო საქართველოს მძიმე ზამთარი ელის

მაღალი ფასების გამო საქართველოს მძიმე ზამთარი ელის

access_time2021-11-01 13:00:38

ფასების ზრდის ტენდენცია მომდევნო თვეების განმავლობაში გაგრძელდება. ამ თვალსაზრისით, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საქართველოს უმძიმესი ზამთარი ელის. სტატისტიკოს გივი მომცელიძის ვარაუდით, საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემას შექმნის და მასთან გამკლავება მოსახლეობის დიდ ნაწილს გაუჭირდება.



ტოტალური სიძვირის მიზეზად, ძირითადად, საერთაშორისო ბაზარზე სურსათსა და ნედლეულზე ფასების ზრდა სახელდება. თუმცა ფასები მატულობს ყველაფერზე, ხშირად უსაფუძვლოდაც, რაც გაურკვეველი მოლოდინებით არის გამოწვეული.



,,არის პროგნოზი, რომ ღარიბ-ღატაკი მოსახლეობის რაოდენობა, 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემით, შეიძლება რამდენიმე ასეულით გაიზარდოს. ცხადია, ამ მძიმე ფონზე მცირე შეღავათიც არ ექნება პენსიის დაგეგმილ ზრდას, რომელსაც ინფლაცია ,,შეჭამს“.  გლობალურ ბაზრებზეც ნეგატიური ტრენდია, რასაც ჩვენს შემთხვევაში  ემატება კომუნალური გადასახადების ზრდა, რაც ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს. 2021 წელს ყველაზე ძვირი ზაფხული გვაქვს და ზამთარიც, შესაბამისად, უმძიმესი გველის. შემოდგომის ბოლოსკენ ვართ და ვგრძნობთ, რომ უფრო გვიჭირს. სწორედ ახლა ხდება საშუალო ფენის შესუსტება და გადასვლა ნაკლებად შეძლებულთა ფენებში, ხოლო ნაკლებად შეძლებულები კიდევ უფრო  გაღარიბდებიან, ფასების ზრდის პარალელურად მძიმდება სოციალური ფონიც, ის, რომ ეკონომიკა გაიზარდა, არანაირი შეღავათი არ არის, რადგან რეალური ზრდა არ გვაქვს“, - აცხადებს მომცელიძე ,,კომერსანტთან“.



რაც შეეხება  მთავრობის მხრიდან დახმარებას, ექსპერტი სოციალურ საკითხებში პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ ამის საჭიროება რეალურად დგას, მაგრამ რესურსი არასაკმარისია.




,,მოსახლეობისთვის დახმარებები გაიცემოდა პანდემიური სიტუაციის გამძავრებასთან დაკავშირებით.  საეჭვოა, წელს ამის საჭიროება დაინახონ. თუ კოვიდთან დაკავშირებით სიტუაცია არ დამძიმდება და შეზღუდვები არ გამკაცრდება, ცხადია, არც სოციალური დახმარებები გაიცემა. ასეთი მოლოდინი არ გვაქვს. ალბათ, პენსიების ზრდით შემოიფარგლებიან, რაზეც გადაწყვეტილება მიღებულია, ბიუჯეტში ჩანაწერი უკვე გაკეთდა. თუმცა იმ გაზრდილ პენსიასაც ინფლაცია შთანთქავს, რეალურად ზრდასთან არ გვექნება საქმე. პენსიაც, თანხობრივ გამოხატულებაში, აბსოლუტურ მაჩვენებლებში გაიზრდება, მაგრამ სინამდვილეში მატება არ იქნება“, - ამბობს აროშიძე. 



მისივე შეფასებით, მართალია, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ ეს პროცესი არ არის ისეთი ყოვლისმომცველი, რომ ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახოს.



,,თიბისი კაპიტალმა“ განახლებული ყოველკვირეული ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ 2019 წელთან შედარებით, სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების მთლიანი უნაღდო დანახარჯები გაორმაგდა.



დოკუმენტის თანახმად, 19-25 ოქტომბრის პერიოდში, სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯების ზრდა 115%-ს შეადგენს 2019 წელთან შედარებით (+31% წ/წ).



ხოლო, უნაღდო ხარჯვის ზრდა კატეგორიებზე სურსათისა და ფარმაციის გამოკლებით, 2019 წელთან შედარებით, 77%-ს უტოლდება (+50% წ/წ).



ცნობისთის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში 6,9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up