Madamwine.- ქალების ხელით შექმნილი ღვინო ქალებისთვის

Madamwine.- ქალების ხელით შექმნილი ღვინო ქალებისთვის

access_time2021-10-10 19:00:02

ქართული ღვინო ყოველთვის ცნობისმოყვარეობას აღძრავდა თავისი უნიკალური თვისებებით და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და ბოლო წლებიც წარმატებით იმკვიდრებს ადგილს მსოფლიო ბაზარზე. თუმცა ეს მზარდი ინტერესი არ აძლევს ქართველ მეღვინეებს მოდუნების უფლებას. აუცილებელია საყურადღებო კონკურენტული უპირატესობის პოვნა, რითაც მომხმარებელი ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზარზე იხელმძღვანელებს ღვინის შერჩევისას. ამ კონკურენტულ უპირატესობას მიაგნო კომპანიამ Madamwine-მა. 

"ეს არის ღვინო შექმნილი ქალებისთვის ქალების ხელით. ღვინის დაყენება ყოველთვის მამაკაცის საქმიანობასთან ასოცირდება, მაგრამ ქალბატონმა მანანამ, რომელიც Madamwine - ს ხელმძღვანელობს და მეღვინე ქალთა ასოციაციის დამფუძნებელიცაა, ასოციაციის სხვა წევრ ქალბატონებთან ერთად ეს სტერეოტიპი დაამსხვრია. მისი ღვინოები გემოვნურ თვისებებთან ერთად გამოირჩევიან საინტერესო სახელებით და ამბებით, რომელსაც ეს სახელები გვიყვებიან. (" Lovely Woman - სამაისო", "Coquette - სახალისო" ," Housewife - სადიასახლისო "," Rose - სავარდო " "დალოცვილი კახური“). თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც ქალის როლი და ძალა უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება, ასეთი ღვინის შექმნა მარკეტინგულად გამართლებული ნაბიჯია. ეს არ გამოეპარათ უცხოელ ინვესტორებს და Madamwine - ს ღვინოების დეგუსტაცია განიზრახეს. ამ შეხევდრაში თანაორგანიზატორის როლში მონაწილება მიიღო ასევე BPN Georgia - მ და სიამოვნებით დაუთმო საკუთარი სივრცე Madamwine - ის და სხვა მეღვინე ქალთა პროდუქტების პრეზენტაციას, მათი ცნობადობის გაზრდას და ხელი შეუწყო მათ კომუნიკაციას უცხოელ პოტენციურ ინვესტორებთან. ქალბატონი მანანა BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილეა, ხშირად სარგებლობს ორგანიზაციის კონსულტაციით და აქვს საკუთარი ბიზნესის განვითარების და ექსპორტზე გატანის ნათელი ხედვა," - აღნიშნულია  ბიზნესპლატფორმა BPN Georgia - ს ვებპორტალზე. 

Madamwine-ი  ღვინოს უნიკალური ჯიშებისგან მზადდება. ამ მიმართულების წარმოება მანანა ახვლედიანმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბაზრის შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ღვინო სპეციალურად ქალებისთვის არ არსებობდა. 

,,მივხვდი, რომ ამ კუთხით ქალთა სეგმენტი აუთვისებული იყო. სპეციალურიად ქალებისთვის განკუთვნილი ღვინო არ არსებობდა. გადავწყვიტე შემექნა ღვინის ხაზი სხვადასხვა ხასიათის ქალებისთვის, მაგალითად თინეიჯერებისთვის, დიასახლისისთვის, ბიზნეს ლედისთვის. ჩავთვალე, რომ ეს იქნებოდა კარგი სიახლე ამ სფეროში. ერთი წელია დავაარსე კომპანია, სადაც დასაქმებულები არიან მხოლოდ ქალები და ამზადებენ ღვინოს მხოლოდ ქალთა სეგმენტისთვის. ამ ეტაპზე ვართ შვიდი ადამიანი და ვაწარმოებთ 5 სახის ღვინოს, – ამბობს მანანა ახვლედიანი.

კომპანიას ორგანიზაციას ფინანსური დახმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა "იბიარდმა" (EBRD) გაუწია. დაგეგმილიასა სპეციალური შატოს შექმნა ქალებისთვის. შატო იმუშავებს კახეთში, სადაც ქალბატონებს შეეძლებათ, როგორც ღვინის დაგემოვნება, ასევე საღამოს საათებში განტვირთვა.



მანანა ახვლედიანი გეგმავს, რომ სამომავლოდ პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიყოდოს. "მადამ ვაინი" ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე დააგემოვნეს.


,,ღვინო ქალებისთვის უკვე გავიტანეთ ესტონეთსა და ფინეთში სულ 80 ყუთი, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მოლაპარაკება მაქვს პოლონეთთან და ჩეხეთთან, სამომავალოდ ვგეგმავ მოლაპარაკებას, რათა მონაწილეობა მივიღოთ ლონდონში ღვინის გამოფენაზე. დაინტერესებულია ყაზახეთი, უკრაინა და ჩინეთიც“, - ამბობს ბიზნესლედი.





წყარო: bpn. ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up