მაცივარი რესტორნის წინ – როგორ ეხმარება ინდოელი ბიზნესმენი მშიერ თანამოქალაქეებს

მაცივარი რესტორნის წინ – როგორ ეხმარება ინდოელი ბიზნესმენი მშიერ თანამოქალაქეებს

person access_time2016-04-04 11:45:44

მსოფლიოში ვარგისი საკვების გადაყრის პრობლემა კვლავ აქტუალურია. მიმდინარე წელს საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც სუპერმარკეტებს კანონმდებლობით საკვების გადაყრა აეკრძალათ. ამასთან, მსოფლიო ბრენდ Starbucks-ის ინიციატივით, ამერიკული ფილიალებიდან რესტორნებში დარჩენილი საკვები გაჭირვებულ ადამიანებს გადაეცემა. ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ყოველწლიურად საშუალოდ 222 ტონა ვარგისი საკვები იყრება. კონტრასტისთვის: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, 2015 წელს მსოფლიოში დაახლოებით 790 მილიონი ადამიანი შიმშილობდა.

 

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში გაჭირვებული ადამიანების საკვებით დახმარება უფრო და უფრო გავრცელებული ხდება. მაგალითად, ინდოეთის ქალაქ კოჩიში არსებული რესტორნის მეპატრონის, მინუ პაულინის განცხადებით, იგი თავს ვალდებულად თვლიდა, მშიერ ადამიანებს დახმარებოდა. „უმოქმედობას არანაირი შედეგი არ მოყვებოდა,“ – განაცხადა მან. პაულინმა რესტორნის წინ მაცივარი განათავსა და გადაწყვიტა, ამ გზით, საკვების გადაყრისა და შიმშილის წინააღმდეგ იბრძოლოს. 

 



იდეამ ქალაქის სხვა მცხოვრებლებიც გააერთიანა. „ერთ ღამეს ქალი დავინახე, რომელიც ნაგვის ურნაში საჭმელს ეძებდა. წარმოიდგინეთ ეს თქვენს თავზე - დრო, როდესაც უნდა გეძინოთ და ამ დროს გშიათ და ერთადერთი ადგილი საკვების მოსაპოვებლად ნაგვის ურნაა,“ – აღნიშნა მან. პაულინმა გააანალიზა, თუ რამდენ ვარგის საკვებს ყრიდნენ მომხმარებლები, მათ შორის მისი რესტორანი. „ფული ჩვენ გვეკუთვნის, რესურსები კი საზოგადოებას. თქვენი ფული შეგიძლიათ სურვილისამებრ ხარჯოთ, მაგრამ არ შეიძლება რესურსების და მითუმეტეს საკვების გაფლანგვა,“ – მიიჩნევს პაულინი. სწორედ ამიტომ, პაულინის მაცივარი ნებისმიერი მსურველისთვის 24 საათის განმავლობაში ღიაა. მის მომხმარებელს ისეთი საკვების მირთმევაც შეუძლია, რომელიც ცხოვრებაში არ გაუსინჯავს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პაულინის იდეა სიგიჟეა და მის ბიზნესს კარგად არ წაადგება.

 

„ვიცი, რომ რისკზე მივდივარ, მაგრამ ეს საზოგადოებისათვის დადებითი შედეგის მომტანია. აქამდე მსგავსი არაფერი გაკეთებულა, რადგან ადამიანებს რისკის გაწევა არ სურდათ. მაგრამ თუკი ცვლილებების მოხდენა გსურთ, ეს თქვენ უნდა განახორციელოთ,“ – განაცხადა მან, – ბევრი პოზიტივია! ერთხელ მაცივართან ორი ბავშვი დავინახე. მათი წასვლის შემდეგ მაცივართან მივედი და ვნახე, რომ ტკბილეული და ბროწეული მოუტანიათ. შესაბამისად ვხედავ, რომ ჩემი გზავნილი შემდეგ თაობებსაც გადაეცემა.“



21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა
access_time2020-09-21 19:00:29
კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.   საფრანგეთში პარასკევს დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზრდა  - ეს მაისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.   პორტუგალია დღეში 770 დაინფიცირებულზე იტყობინება - ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 5 თვის მანძილზე,...

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!
access_time2020-09-21 15:15:46
ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების არაერთ მიზეზს...


მსგავსი სიახლეები

up