„მაჭახელას“ შემოსავალი 20-დან 7 მლნ ლარამდე შემცირდა

„მაჭახელას“ შემოსავალი 20-დან 7 მლნ ლარამდე შემცირდა

access_time2021-12-14 13:00:23

2020 წელს, ლოქდაუნების შედეგად ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორი დაზარალდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 83%-ით $542 მლნ-მდე შემცირდა, 60-70 პროცენტით იკლო რესტორნების ბრუნვამაც. ქსელური რესტორნის „მაჭახელა სამიკიტნოს“ შემოსავალი 19.7 მლნ-დან 7 მლნ ლარამდე შემცირდა.

 


შემოსავლებთან ერთად მაჭახელას ხარჯებიც შეუმცირდა კერძოდ: რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 10 მლნ-დან 3.3 მლნ-მდე შემცირდა, პერსონალის ხელფასი 5.5 მლნ-დან 1.4 მლნ-მდე, ადმინისტრაციის ხელფასი 423 ათასიდან 97 ათას ლარამდე, იჯარის საფასური 3.5 მლნ-დან 1.2 მლნ-მდე, კომუნალური გადასახადები 1 მლნ-დან 570 ათას ლარამდე, საწვავის ხარჯი 32 ათასიდან 5 ათას ლარამდე, ჭურჭელი და სხვა ინვენტარი 193 ათასიდან 24 ათას ლარამდე. საბოლოო ჯამში ხარჯები შემოსავალზე მეტად შემცირდა, რის გამოც თუ 2019 წელი მაჭახელამ 3.5 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა, 2020 წელს ზარალი მხოლოდ 885 ათასი ლარი იყო.

 


მაჭახელა 2011 წლის თებერვალში შპს-ს სახით დაფუძნდა. 2012 წლის მაისში ვანო სტურუამ დავით ინგოროყვასგან 50%-იანი წილი გამოისყიდა და კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გახდა.

 



2020 წლის იანვარში მაჭახელა თბილისის მასშტაბით 16 რესტორანს ფლობდა, მაგრამ წლის განმავლობაში 7 მათგანის დახურვა მოუწია.

 


მდგომარეობა უკეთესი არც სხვა რესტორნებისთვისაა. წისქვილი ჯგუფის შემოსავალი 13.5 მლნ-დან 6.7 მლნ ლარამდე შემცირდა, 2 მლნ ლარიანი მოგება კი 3.8 მლნ-იანი ზარალით შეიცვალა. „ბეღელის“ შემოსავალი 2.5 მლნ-დან 1.4 მლნ-მდე შემცირდა, ზარალი 52 ათასიდან 245 ათას ლარამდე გაიზარდა.

 


რესტორნების დიდ ნაწილს Reportal-ზე ანგარიშგება არ აქვს წარდგენილი, არ აქვს განახლებული ან არ აქვს საჯაროდ ხელმისაწვდომი.

 


2021 წლის შედეგები ცნობილი შემდეგ წელს გახდება ის 2020-თან შედარებით უკეთესი უნდა იყო, მაგრამ რადგან იანვარ-თებერვალში რესტორნები ისევ დაკეტილი იყო, მაისამდე კომენდანტის საათი 21:00 სთ-დან იწყებოდა და მძლავრი ანტივაქსერული განწყობების ფონზე დეკემბრიდან დეკემბრიდან შემოღებულმა მწვანე პასპორტებმა მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა, ის 2019-ის მსგავსი მაინც ვერ იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტურიზმი მხოლოდ 30%-ით აღდგა.


გიორგი ელიზბარაშვილი





უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა
access_time2022-12-07 17:05:23
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8239 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა $1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა $1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
access_time2022-12-07 16:47:23
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა ამჟამად 2.87 მილიარდ ლარს აღწევს. ბოლო ორი თვეა საპენსიო ფონდის მოცულობა როგორც დოლარში, ასევე ევროში ერთ მილიარდს აჭარბებს.   სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. უფრო დეტალურად, პორტფელის განაწილება ასეთია:   საპენსიო აქტივები განაწილებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, საქართველოს და უცხოურ სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო აქციებში....


მსგავსი სიახლეები

up