მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

access_time2019-10-22 16:20:00

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



ამჟამად, ადგილზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. 



პროექტის მიხედვით, „112“-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსის“ ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.




„ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ეს არის მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. იცით, როგორ ვითარდება მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. მხოლოდ და მხოლოდ ორი მისასვლელი გზა აქვთ: ერთი საბურთალოდან, ნუცუბიძის ქუჩიდან და მეორე - ვაშლიჯვრიდან, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. ეს ახალი პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განიტვირთოს მოძრაობა და ამ გზის მშენებლობის სახით, დამატებით ახალი პროექტი განხორციელდეს. კომპანიებს საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, რადგან მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირის დონეებს შორის სხვაობა, დაახლოებით, 200 მეტრია. მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლითაც დედაქალაქის მოსახლეობა ძალიან მალე ისარგებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.



პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მისი ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს.



საგზაო სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მდინარაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, ასევე, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.




თეგები:
გზა



ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი

ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი
access_time2021-07-27 10:55:42
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1...

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
access_time2021-07-27 09:50:15
კოვიდპანდემიის გაუარესებული სურათის ფონზე, ვაქცინაციის ტემპი სასურველ ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ვირუსთან ბრძოლის უმთავრესი იარაღი კი მასობრივი ვაქცინაციაა. „ირაომ“ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო. სადაზღვევო კომპანიის დირექტორთა საბჭოსა გადაწყვეტილებით, ის თანამშრომლები, რომლებიც 26 ივლისიდან 1 სექტემბრამდე წარმოადგენენ პირველი აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენენ, შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ საჩუქარი...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-26 21:00:16
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლოქდაუნი არ იქნება – მთავრობა პანდემიის ეფექტიანი მართვის გზას ირჩევს „მე მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბევრია საუბრები ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ.  მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის...

რა ღირს ყველაზე ძვირი ქართული ღვინო

რა ღირს ყველაზე ძვირი ქართული ღვინო
access_time2021-07-27 12:00:43
უსახელოური - ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოა, მისი 1 ბოთლის (0,7 ლ.) საწყისი ფასი ადგილობრივ ბაზარზე 750 ლარია,  მაგრამ „უსახელოურის“  საექსპორტო ფასი გაცილებით მაღალია.  როგორც ,,კომერსანტთან“  მეწარმე თამაზ ომანაძე ამბობს, ყველაზე ძვირად, 3000 ლარად,  ქართულ ბაზარზე 2012 წელს  ჩამოსხმული ,,უსახელოური“ გაიყიდა.   სულ რამდენიმე  მაღაზიაა თბილისში, სადაც ეს ღვინო იყიდება და მისი მყიდველების ვინაობას, ხშირ შემთხვევაში, არ...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა
access_time2021-07-26 18:00:22
26 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.72 თეთრით 3.0828-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს ლარი 3.0887-იანი კურსით ივაჭრებოდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა. კერძოდ: ევროსთან 1.10 თეთრით 3.6371-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.70 თეთრით 4.2521-მდე, თურქულ ლირასთან 0.21 თეთრით 0.3602-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.10 თეთრით 1.8107-მდე, 100 რუსულ რუბლთან 5.17 თეთრით 4.1621-მდე, 1000 სომხურ...


მსგავსი სიახლეები

up