მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე დღის განმავლობაში ორმხრივად შეზღუდული საავტომობილო გზა, ცალმხრივად გაიხსნა. ამის შესახებ ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
„ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობის ცალმხრივად შეზღუდვა კვლავ 31 მარტამდე გაგრძელდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.