მაჭავარიანი დამსაქმებლებს მოუწოდებს, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც ჯამში 1200-ლარიანი კომპენსაცია ეკუთვნით, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა

მაჭავარიანი დამსაქმებლებს მოუწოდებს, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც ჯამში 1200-ლარიანი კომპენსაცია ეკუთვნით, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა

access_time2020-05-21 12:24:06

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, დამსაქმებლებს მოუწოდებს, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია იმ დასაქმებულების შესახებ, ვისაც სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200- ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი ეკუთვნით, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა. მინისტრის თქმით, დამსაქმებლებმა შესაბამის უწყებას საბანკო რეკვიზიტები 1-ელ ივნისამდე უნდა მიაწოდონ.

 

„ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ ყველა კომპანიას, დამსაქმებელ იურიდიულ პირს, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება. იქნება ეს უფასო შვებულება, დროებით გათავისუფლება, თუ ნებისმიერი მიზეზი. პირველ ივნისამდე უნდა მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდონ მათი საბანკო ანგარიშები, რათა დროულად მოხდეს ამ 1200- ლარიანი საკომპენსაციო პაკეტის გადახდის დაწყება. ამავდროულად, იცით, რომ დადგენილებაში ცვლილება შევიდა , თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის თარიღით იყო განსაზღვრული და შემდეგ 1-ელ ივნისამდე გადავწიეთ. კიდევ გავიმეორებ პირობებს, ეს კომპენსაცია მათ ერგებათ, ვისაც პირველ კვარტალში ერთი თვე მაინც ერიცხებოდათ ხელფასი და ეს ხელფასი დღეს უკვე აღარ ერიცხებათ,-აღნიშნა მინისტრმა.

 


ამასთან, მინისტრმა განმარტება გააკეთა იმ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ამჟამად შემოსავლების სამსახურში 20 000-მდე დამსაქმებელს აქვს ინფორმაცია წარდგენილი 78 000 დასაქმებულის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს სტატისტიკა ნაწილობრივ შესაძლოა კომპანიების უპასუხისმგებლობას უკავშირდებოდეს.

 

„ ერთია, რომ შეიძლება საგანგებო პერიოდამდე შეუწყდა ხელფასი და ჩათვალა, რომ რადგან საგანგებო მდგომარეობა არაა არ მერგება. ასევე, არის მაგალითად ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო დაუდევრობა. გაუშვა დასაქმებული და არ კითხულობს. ამ შემთხვევაში თვითონ დასაქმებულებმაც უნდა იაქტიურონ და რამენაირად მოხდეს, რომ კომპანიებმა ინფორმაცია მოგვაწოდონ“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up