m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო

m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო

access_time2019-08-21 13:00:51


„m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო.


როგორც კომპანიაში “კომერსანტს“ განუცხადეს, თანამედროვე უბნის მშენებლობა ოთხ ფაზადაა დაყოფილი. პირველი მოსახლეები გასაღებს 2021 წელს მიიღებენ, 2024 წელს კი უბანი ბოლომდე დასრულდება.



“მალე ქალაქი არსებულისგან სრულიად განსხვავებულ, ორიგინალური იდეებით ხორცშესხმულ, ინოვაციურ და 21-ე საუკუნის ურბანულ მოთხოვნებზე მორგებულ თანამედროვე გეგმარების მქონე ახალ უბანს მიიღებს. სწორედ ასეთია m2-ის ახალი გამოწვევა, რომლის განხორციელებასაც უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს. გამოწვევა m3-ია - დეველოპმენტის ახალი განზომილება, საცხოვრებელი უბანი მარშალ გელოვანის გამზირზე,“  აცხადებენ კომპანიაში.







ახალი უბნის ისტორიის წერა უკვე დაასრულა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია ZGF-მა (Zimmer Gunsul Frasca Partnership), რომელიც ბაზარზე გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან ოპერირებს და მსოფლიოში სფეროს ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა, 2016 წელს ის აშშ-ს საუკეთესო არქიტექტურულ კომპანიად დაასახელეს.



“ხანგრძლივი და ინტენსიური მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ამერიკულმა კომპანიამ სპეციალურად m2-სთვის არქიტექტორთა, ურბანისტთა და დენდროლოგთა გუნდი შეკრიბა. ამერიკელი სპეციალისტებისთვის თბილისის ლანდშაფტური და ურბანული თავისებურებების უკეთესად გასაცნობად და გასარკვევად, m2-მა კიდევ ერთი, ამჯერად უკვე ადგილობრივი კომპანია House Art დაიქირავა, რომელთანაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. კოლაბორაცია წარმატებით შედგა აღნიშნავს m2-ის წარმომადგენელი.





„მომხმარებელს ვთავაზობთ სახლს, რომელიც ბინაზე მეტია, რადგან კონკრეტული ფართობის ბინის გარდა, ჩვენი კლიენტი იღებს საერთო მოხმარების უამრავ ობიექტს, მათ შორის, კეთილმოწყობილ სარეკრეაციო ზონას ტყე-პარკის სახით. ეს არის სრულიად ინოვაციური, დეველოპმენტის ახალი ხედვა, როგორც პროდუქტის მხრივ, ასევე მომსახურების თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში კომპანია სცდება სამეზობლოს კონცეფციას და ქმნის ახალ განზომილებას უბნის სახით, რომელიც იდეალურად ერგება 21-ე საუკუნის აჩქარებული ქალაქის რიტმს და მის გამოწვევებს, ახალი პროექტი მომხმარებელს ბინის გარეთ, ურთიერთობებსა და კომფორტზე მორგებულ ცხოვრებას სთავაზობს, რაც მას დროისა და ენერგიის დაზოგვაში, ასევე, სოციალიზაციასა და ჯანსაღად ცხოვრებაში დაეხმარება“, - ამბობს შორენა დარჩიაშვილი, „m2 უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილე გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.



ნათია კეკენაძე






თეგები:
m2



forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას

 ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას
access_time2019-09-16 20:00:25
უზბეკეთმა და საქართველომ მიაგნეს შეხების წერტილს - ესაა ტრანზიტი. თბილისისთვის ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვის გაზრდის საშუალება, ხოლო უზბეკეთი იღებს ქართული პორტების გავლით ევროპულ ბაზრებზე გასვლის საშუალებას. ინტერესი ორმხრივია, თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ დღეისათვის არ არსებობს კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე გასატარებელი ტვირთების საკმარისი რაოდენობა. 11-13 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

დავით კენჭაძე მომსახურების სფეროს გარკვეული ნაწილის დღგ-ს გათავისუფლების ინიციატივით გამოდის

დავით კენჭაძე მომსახურების სფეროს გარკვეული ნაწილის   დღგ-ს გათავისუფლების  ინიციატივით გამოდის
access_time2019-09-17 09:00:35
კონსულტანტი დავით კენჭაძე მომსახურების სფეროს გარკვეული ნაწილის დღგ-ს გათავისუფლების ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, არის ინდუსტრიები, რომლებსაც პრობლემა აქვთ დღგ-სთან მიმართებაში. მაგალითად, საკონსულტაციო, სასწავლო და ზოგადად, განათლების სფეროში, სადაც საქონლის მიწოდება არ ხდება, არ არის შესაძლებელი დღგ-ს დაბრუნება, ეს კი კომპანიისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს. ...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...


მსგავსი სიახლეები

up