m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

access_time2019-09-21 17:01:21

                                                                                             


დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა. ერთგული და მომავალი კლიენტებისთვის კომპანიამ გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა, რომელიც ფუნქციონალურად, ტექნოლოგიურად და სერვისით სრულიად ინოვაციურია, პასუხობს თანამედროვე ადამიანის ყველა მოთხოვნას და მორგებულია მის ცხოვრების სტილზე. წერეთლის 118-ში მდებარე სივრცე დეველოპმენტის მომავალში გამავალი ერთგვარი კარია, რომელიც აქამდე არსებულ წარმოდგენებს ამსხვრევს და  უძრავი ქონების გაყიდვების უახლეს შესაძლებლობებს ბოლომდე წარმოაჩენს.

გაყიდვების ახალი ოფისის ნოვატორული შინაარსი გარე სივრციდანვე იგრძნობა, სადაც კომპანიის ყველაზე კომპაქტური, 27 კვადრატულ მეტრიანი ბინის ნატურალური ზომის გარემონტებული და სრულიად კეთილმოწყობილი ბინა დაგხვდებათ. კონსტრუქცია თითქოს დეკორატიული ამწით არის ჩადგმული, რაც იმის სიმბოლოდ შეგვიძლია განვიხილოთ, რომ m2 თქვენს ბინას ასე ერთი ხელის მოსმით - ზედმეტი ფორიაქისა და დროის კარგვის გარეშე მოგართმევთ.

ბილიკს მივუყვებით და ნებისმიერ სტუმარზე ადაპტირებული გაყიდვების ცენტრალურ ოფისში შევდივართ. ინტერიერის დიზაინი და განწყობა ზუსტად იმეორებს m 2-ს ფილოსოფიას: არის თანამედროვე, ფუნქციონალურად მოსახერხებელი და ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი. თუმცა მთავარი მაინც აქ არსებული განწყობაა, პოტენციური მომხმარებლისადმი დამოკიდებულება, მის კომფორტსა და დროზე ზრუნვაა. მხოლოდ ერთხელ მისვლა სრულიად რეალურს ხდის იმის შესაძლებლობას, რომ აქ მოსვლიდან ერთ საათში ახალი ბინის მფლობელი გახდეთ.

ამისთვის კი ზედმეტი ფიქრიც არ დაგჭირდებათ, რადგან შოურუმში გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიებით ზუსტად შეიქმნით წარმოდგენას m2-ს უახლესი ამბიციური გეგმების შესახებ. ფოიეში დგას m3-ის მაკეტი, ის

 



ჰორიზონტალურად განთავსებულ ე.წ. ვიდეოკედელზეა გაშლილი, რაც საშუალებას მოგცემთ, კომპლექსებს შორის მანქანებისა თუ ადამიანების მოძრაობას, სტადიონებსა თუ საბავშვო ზონებში მოთამაშეებსა და ტყე-პარკში დამსვენებლებს  ადევნოთ თვალი. თან არა მხოლოდ დღე-ღამის, არამედ წელიწადის ოთხივე დროის განმავლობაში. მაკეტი  შეგიქმნით განწყობას რომ კარგად დაინახოთ და შეიგრძნოთ, თუ სად არის თქვენი სახლი.

m2-ს ახალი გალერეა, ზოგადად გაყიდვების სფეროში, ერთგვარი რევოლუციის მაგალითია, რომელიც მთლიანად ანგრევს ძველ სტანდარტებს და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ახალ კულტურას ამკვიდრებს. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რომ გყავთ ოჯახი, შვილები, რაც ნიშნავს, რომ ერთზე მეტი საძინებელი, იზოლირებული სამზარეულო და სხვა დამატებითი ფართიც გჭირდებათ. ასევე, ამჯობინებთ კონკრეტულ სართულს, სადარბაზოსა და ხედს. ასეთ შემთხვევაში, გაფილტვრის მეთოდს მიმართავთ და მხოლოდ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ ბინას შეარჩევთ. ნამდვილი ჯადოქრობა კი სწორედ აქედან იწყება - როგორც კი არჩევანს დაადასტურებთ, ფოიეში განთავსებულ კომპლექსების მაკეტზე თქვენი მომავალი ბინის ფანჯრები განათდება. ამის მერე უკვე იმის განსაზღვრასაც შეძლებთ, რეალურად, როგორი ხედი იშლება თქვენი ბინიდან, როგორია მზის ტრაექტორია, როგორ ემიჯნებით მეზობელს და ა.შ.


ცენტრალურ ფოიეს გაივლით და ერთგვარ „სართულზე“ მოხვდებით, სადაც ყველა მოცულობის ბინა არა მხოლოდ ნატურალური ზომის მაკეტის სახით დაგხვდებათ, არამედ ბოლომდე აღჭურვილიც. თქვენ მხოლოდ უნდა აირჩიოთ, ცხოვრების ამ ეტაპზე 27 კვადრატულ მეტრიანი ბინა გჭირდებათ თუ უკვე მზად ხართ, ოჯახთან ერთად 90 კვადრატულიანში შესახლდეთ; აქვე აირჩევთ m2-ს დიზანერების მიერ შექმნილ ხუთი ტიპის რემონტსაც: მუსკატს, დარიჩინს, ვანილს, ჯინჯერს თუ ფისტაჩიოს. არ გაკმაყოფილებთ ჩამოთვლილი მენიუ? მაშინ მეორე სართულზე უნდა გადაინაცვლოთ და კომპანიის გამოცდილი დიზაინრების მომსახურებით ისარგებლოთ, რომლებიც იქვე გაჩვენებენ ინტერიერში გამოსაყენებელი მოსაპირკეთებელი მასალის დიდ არჩევანს და შედეგად უმოკლეს ვადაში, შექმნიან მხოლოდ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ სრულიად ახალ ბინას.


ბინის მოცულობისა და რემონტის ტიპის არჩევის შემდეგ მისი ყიდვის დრო დგება. არც ამისთვის მოგიხდებათ ზედმეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა, რადგან საბანკო და ყველა სახის იურიდიულ მომსახურებასაც ადგილზე მიიღებთ. ამის შემდეგ კი, შეგიძლიათ, ბინაზე ცოტა ხანს საერთოდ აღარ იფიქროთ, რადგან როდესაც დათქმული დრო მოვა, m2 გამზადებული ბინის გასაღებს გადმოგცემთ და თქვენც ცხოვრების ახალი ეტაპისკენ მიმავალ კარს შეაღებთ. ეს კი გარდაუვალია, რადგან m2-ს გალერეაში მიღებული  შთაბეჭდილება ამ მოგზაურობაში ბოლომდე მიყოლის დაუოკებელ სურვილს გაგიჩენთ.

 



თეგები:
m2



ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც არ არის ათვისებული

ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც  არ არის ათვისებული
access_time2019-10-23 18:15:39
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას რამდენიმე დღის წინ სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე - რომელ პროექტებში აითვისეს 2019 წლის ბიუჯეტიდან ის 20 მლნ ლარი, რომელიც ჩემი და პარლამენტარი კოლეგების, ჯერ კიდევ წინა ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით და ჩართულობით შექმნილი საკრედიტო-საგარანტიო ფონდში ჩაიდო სპეციალურად ფარგლებში მცირე და...

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება
access_time2019-10-23 19:15:07
მოზიდული პრემიების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარებადი ქვეყნების რიგში ერთ-ერთი აუტსაიდერია.საქართველოში სადაზღვევო სექტორი მუდმივად ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება. ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სადაზღვევო სექტორს განვითარების საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ეს ბიზნესი საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. არსებულ რეალობას განაპირობებს ისიც, რომ, ერთი მხრივ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დაბალი...

„რეფინანსირების განაკვეთი ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“

„რეფინანსირების განაკვეთი  ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“
access_time2019-10-23 20:15:50
„რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. როგორც ჩანს ეროვნულ ბანკში კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობის მოლოდინი აქვთ ვიდრე დღეს ქვეყანაში გვაქვს, სწორედ ამიტომ გადადგეს ძალიან მკაცრი ნაბიჯი“,- ასე აფასებს „საზოგადოება და ბანკების“  ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაიზარდა....

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი
access_time2019-10-23 16:52:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...


მსგავსი სიახლეები

up