m2-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დედაქალაქში დამატებით კიდევ 1 ჰექტარი გაამწვანა

m2-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დედაქალაქში დამატებით კიდევ 1 ჰექტარი გაამწვანა

access_time2019-10-11 11:10:04


10 ოქტომბერს დეველოპერულმა კომპანია „m2 უძრავი ქონებამ“, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან ერთად, გამწვანების მორიგი აქციის ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, 500-მდე ხე დარგო. აქციაში მონაწილეობდნენ m2-ს თანამშრომლები, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის ხელოსნები, მორაგბეები, ორგანიზაცია UN Women-ის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.




აქციის მონაწილეებმა ქალაქში დამატებით 1 ჰექტარი გაამწვანეს. დაირგო ატლასის ვერცხლისფერი და ჰიმალაიური კედრები, ასევე რამდენიმე ფოთლოვანი ხე. მათ მოვლა- პატრონობას, m2-ის დაკვეთით, თბილისის ბოტანიკური ბაღი და ნერგების შემომტანი კომპანია „მაგნოლია“ გადაიბარებს, გახარებული ხეები კი შემდგომში თბილისის მერიას გადაეცემა.


კომპანიაში ამბობენ, რომ ამ აქციაში მთავარი არა მხოლოდ ხეების დარგვა, არამედ, ექსპერტებთან ერთად, მიზნობრივად და ქალაქისთვის ფუნქციურად სწორი ჯიშების არჩევაცაა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო გამოცდილ მომწოდებლებთან და თბილისის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებთან თანამშრომლობა. მათთან და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან კონსულტაციის შედეგად, შეირჩა შესაფერისი ხეების ჯიშებიც და გასამწვანებელი ლოკაციაც.





მიმდინარე აქცია მთაწმინდის ფერდობის გამწვანების პროექტის ერთგვარი გაგრძელებაა. m2-ის მიერ განხორციელებული უდიდესი გამწვანების აქცია 2017 წელს, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებული 26 000 კვ.მ ტერიტორიის აღდგენაა. კომპანიამ სრულად უზრუნველყო ხანძრისგან დაზიანებული ლანდშაფტის რეაბილიტაცია, მწვანე საფარის აღდგენა და შემდგომი მოვლა-პატრონობა. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე ხარობს რვა სახეობის 3000 მცენარე, გამართულია სარწყავი სისტემა, პერიოდულად ხორციელდება დაზიანებული მცენარეების ჩანაცვლება, მიწის გაფხვიერება, მინერალური სასუქის დამატება და მორწყვა. უახლოეს მომავალში კომპანია, ქალაქის მაშტაბით, 10 ჰექტარის გამწვანებას გეგმავს.


„აღნიშნულ გამწვანების აქციაში m2-ს მთელი გუნდი და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები დიდი მონდომებით ჩავერთეთ, შემოგვიერთდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიც და ახლა უკვე ერთობლივი ძალისხმევით ვაგრძელებთ პროცესს. ხეების დარგვის შემდგომ განვახორციელებთ სავეგეტაციო პერიოდის მონიტორინგსაც და, საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული ხეების ჩანაცვლებასაც უზრუნველვყოფთ. საბოლოოდ, თბილისის მერიას, სრულად დასრულებულ გამწვანებული ტერიტორიას გადავცემთ“, - ამბობს ნინო რუხაძე, m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.



(NS)



თეგები:
m2



ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
access_time2020-07-08 16:00:33
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა. შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...


მსგავსი სიახლეები

up