m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

access_time2020-04-03 17:30:50

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m² თბილისის მერიის ინიციატივას შეუერთდა და 1000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. აქცია პანდემიის პირობებში თბილისის სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და m² ჯგუფის გენერალურ დირექტორ შოთა ბერეკაშვილთან ერთად გაეცნო.


m² ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების პირველივე დღიდან დგას სახელმწიფოს გვერდით და არაერთი აქტივობაც განახორციელა. მათ შორის 100 000 ლარი COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ ფონდში გადარიცხა.


„მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის ასეთ რთულ დროს, ბიზნესი აუცილებლად უნდა დადგეს სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით და, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალური გააკეთოს. ამიტომ მსგავს შემოთავაზებებს ყოველთვის ენთუზიაზმით ვუერთდებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე სოციალურად დაუცველთა დახმარებას ეხება. დღეს, მერიის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ 1000 ოჯახს საკვები პროდუქტები გადავეცით და გვიხარია, თუ მათი ყოფა ოდნავ მაინც შევამსუბუქეთ. m² ყოველთვის დგას ქვეყნისა და ხალხის სამსახურში, რასაც საჭიროებიდან გამომდინარე, მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა „m² ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, შოთა ბერეკაშვილმა.



(R)


თეგები:
m2



ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up