„M2“-ის სასტუმრო მერიამ პროექტის დარღვევისთვის 15 000 ლარით დააჯარიმა

„M2“-ის სასტუმრო მერიამ პროექტის დარღვევისთვის 15 000 ლარით დააჯარიმა

access_time2021-04-15 12:00:24

მელიქიშვილის გამზირზე სასტუმროს „RAMADA BY WYNDHAM TBILISI“ -ის გახსნის თარიღმა შეიძლება გადაიწიოს. მიზეზი არის ის, რომ კახა კალაძის მთავრობამ „M2“ მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე 2020-21 წლებში უარი სამჯერ უთხრა. უმსხვილესი დეველოპერული კომპანიამ განაცხადი მეოთხედ არქიტექტურის სამსახურში 12 აპრილს შეიტანა. ჯერჯერობით უცნობია დედაქალაქის მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან პროექტი განხილვის სტადიაშია.

 

 


თუმცა მანამდე, 2020 წლის 10 დეკემბერს მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე „მ2 მელიქიშვილზე“ 15 000 ლარით დააჯარიმა. ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ უძრავი ქონების ბზარის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ პროექტი შემდეგი დარღვევებით განახორციელა:

 

 

„ შპს მ2 მელიქიშვილზე-ს მიერ განხორციელდა მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით შეთანხმებული პროექტის დარღვევით: შეცვლილია ტერიტორიის კეთილმოწყობა. ლიფტის კარებს მონაცვლებული აქვს ადგილი. ტერიტორიაზე შეცვლილია კიბის ფორმა. ნაწილობრივ შეცვლილია ვიტრაჟების ნახატი.შენობის წინ შეცვლილია კიბის ფორმა და გაზრდილია პანდუსის დახრა. -2 სართულის გეგმის ნახაზი არ არის პროექტში. -1 სართულზე შეცვლილია გარე კედლების კონფიგურაცია. შეცვლილია სადარბაზოს კიბის კუდელების ფორმა. გაზრდილია ტექნიკური სივრცის გაბარიტები. ნაწილობრივ შეცვლილია ფასადის მოპირკეთება“ , - წერია ოფიციალურ დოკუმენტში.


 



 

სწორედ ამ ცვლილებების შეთანხმებას ცდილობს ახლა „მ2 მელიქიშვილზე“. არქიტექტურის სამსახურის ვებ -გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ საკითხი პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვაზე, განხილული იყო საბჭოზე და კომისიისგან დადებითი შეფასება მიიღო. თუმცა კომპანიის წარმომადგენლები განმარტებით ბარათში წერენ, რომ ხარვეზით დადგენილი სხვა დოკუმენტაციის დროულად ატვირთვა ვერ მოხერხდა რის გამოც განაცხადი განუხილველი დარჩა.

 

 

იმ შემთხვევაში, თუ კორექტირებული პროექტი შეთანხმდება, „მ2 მელიქიშვილზე“ „RAMADA BY WYNDHAM TBILISI“  ტერიტორიის კეთილმოწყობას და ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარების წინა სამუშაოებს 2021 წლის ივნისში დაასრულებს.

 


ბაჩო ადამია

თეგები:
M2 RAMADA BY WYNDHAM TBILISI



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up