„m2

„m2"-ის გენერალური დირექტორი - არსებულ ვითარებაში ბიზნესიც და მთავრობაც ერთად უნდა დავდგეთ, ერთად დგომით და სოლიდარობით დავძლევთ ამ ვირუსს და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას

access_time2020-03-23 19:16:09

არსებულ ვითარებაში ბიზნესიც და მთავრობაც ერთად უნდა დავდგეთ. ერთად დგომით და სოლიდარობით დავძლევთ ამ ვირუსს, სიტუაციას, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ფონზე, საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად უმკლავდება არსებულ ვითარებას, რაც მისასალმებელია და ამის გამო ჩვენ მადლობა გადავუხადეთ მთავრობას,- ამის შესახებ „m2"-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ-მინისტრსა და  ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული  შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

 

 

ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

 

 


როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე ითქვა, რომ მთავრობა მუშაობს დონორ საფინანსო ორგანიზაციებთან, რათა მოიზიდოს საკმაოდ მსხვილი დაფინანსების პაკეტი, ძალიან მალე, რაც საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარება. აგრეთვე, ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები, შესაბამისი წესების დაცვით, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

 

 

 

„ძალიან კარგი და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა იყო. პრემიერ-მინისტრმა გაგვაცნო არსებული ვითარება და ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა გეგმავს. ძალიან ბევრი კარგი ინფორმაცია მივიღეთ იმ კუთხით, რომ, მაგალითად, მთავრობა მუშაობს დონორ ორგანიზაციებთან საფინანსო ორგანიზაციებთან, რათა მოიზიდოს საკმაოდ მსხვილი დაფინანსების პაკეტი, ძალიან მალე, რაც საქართველოს ეკონომიკას სერიოზულად წაადგება. როგორც მთავრობის მეთაურისგან მივიღეთ ინფორმაცია, აქცენტები გაკეთდება ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებაზე, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტები არის შიდა მოთხოვნის წარმოშობის წყარო. თითოეულმა კომპანიამ წარმოადგინა თავისი ხედვა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სამოქმედო გეგმები და მთავარი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, იყო იდეების გაცვლა,"- განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

 

მისივე თქმით, კომპანია „m2" სამუშაო პროცესში სრულად ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.

 

„ჩვენ კომპანიას გაწერილი აქვს სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც მივყვებით. მშენებლობებს არ ვაჩერებთ, სამშენებლო პროცესი ჩვენს ყველა ობიექტზე მიმდინარეობს, ოღონდ ახალი წესებით - თანამშრომლებს ვამოწმებთ დისტანციური თერმომეტრებით, ვურიგებთ მათ პირბადეებს და ვიცავთ იმ ზომებს, რომლებიც რეკომენდებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ვიმსჯელეთ, ზოგადად, არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა,"- აღნიშნა „m2"-ის გენერალურმა დირექტორმა.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up