M2: ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ „სვეტის“ დაზარალებულებმა ბინები დროულად მიღონ

M2: ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ „სვეტის“ დაზარალებულებმა ბინები დროულად მიღონ

access_time2019-09-11 11:44:39

„M2-სთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია და შესაბამისად, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე ვიღებთ,“ - ამის შესახებ M2-ის მმართველმა პარტნიორმა, მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა თბილისის საკრებულოში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.


შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, M2 „სვეტის“ დაზარალებულების დასახმარებლად „ძალისხმევას არ დაიშურებს“.


„მინდა გითხრათ, რომ მერიის ინიციატივით ჩავერთეთ აღნიშნულ პროექტში. ჩვენ შრომას, გამოცდილებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს პროექტი წარმატებით დასრულდეს, ხოლო დაზარალებულებმა თავისი საცხოვრებელი ბინები დროულად და ხარისხიანად მიიღონ", - განაცხადა ბერეკაშვილმა.


ცნობისთვის: მშენებლობების დასრულების მიზნით, m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).


სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, აღნიშნულ კომპლექსებში საცხოვრებელს 2000-მდე მობინადრე ელოდება. ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და m2-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება m2-ს მიერ. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას m2-ის 26–წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს.


BMG






საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“
access_time2020-04-09 14:31:25
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. ღია წერილი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა. წერილში პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საქართველოს მზაობასა და ქვეყნის მხარდაჭერაზეა საუბარი. „COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ...

Bloomberg: კორონავირუსის ეპიდემიის გამო გლობალური ეკონომიკა 5 ტრილიონ დოლარს დაკარგავს

Bloomberg: კორონავირუსის ეპიდემიის გამო გლობალური ეკონომიკა 5 ტრილიონ დოლარს დაკარგავს
access_time2020-04-09 15:00:23
გლობალური ეკონომიკის მთლიანი ზიანი ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ორ წელიწადში 5 ტრილიონ დოლარზე მეტი იქნება, - წერს Bloomberg-ი. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „მსოფლიო ღრმა რეცესიაში შედის, რადგან ხელისუფლებებმა ვირუსის გამო კერძო ბიზნესს უბრძანეს, შეწყვიტონ მუშაობა და ხალხი დარჩეს სახლში.“ თუმცა, პროგნოზის მიხედვით, ვარდნა შეჩერდება, ქვეყნების ეკონომიკებს დანაკარგების ანაზღაურებისთვის საკმაოდ დრო დასჭირდებათ , - აღნიშნულია...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1775 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1775 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს
access_time2020-04-09 12:30:56
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1825-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1775-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1794 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2250 ლარადაა...

ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელმა პარტნიორებთან ერთად ულტრაიისფერი ნიღბების წარმოება დაიწყო-ნიღაბის თვითღირებულება 50 დოლარს შეადგენს

ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელმა პარტნიორებთან ერთად ულტრაიისფერი ნიღბების წარმოება  დაიწყო-ნიღაბის თვითღირებულება  50 დოლარს შეადგენს
access_time2020-04-09 13:00:58
უახლოეს რამდენიმე კვირაში მსოფლიო ბაზარზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ულტრაიისფერი მრავალჯერადი ნიღბები გამოჩნდება. იდეა ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელ თამაზ მჭედლიძესა და მის პარტნიორებს ეკუთვნით. ნიღბების წარმოება უკვე დაწყებულია უკრაინაში და ქართველი მომხმარებელი მათ შეძენას სააფთიაქო ქსელებში თვის ბოლოს შეძლებს. როგორ ებრძვის ულტრაიისფერი ნიღაბი კორონავირუსს, ამის შესახებ, „კომერსანტს“ თამაზ მჭედლიძე...

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-04-09 00:50:17
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის...


მსგავსი სიახლეები

up