m2 ჯგუფის გენერალური დირექტორი შოთა ბერეკაშვილი გახდა

m2 ჯგუფის გენერალური დირექტორი შოთა ბერეკაშვილი გახდა

access_time2019-11-07 11:35:25

m2 ჯგუფის გენერალური დირექტორი შოთა ბერეკაშვილი გახდა. ის დღემდე m2 -ის მმართველი პარტნიორი, მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელი იყო. 2000 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკის მიმართულებით. 1999-2001 წლებში მუშაობდა უოლ სტრიტზე, საკონსულტაციო კომპანია “Basic International Development Corporation”-ში პროექტის კოორდინატორად.


2002 წელს დაამთავრა Cass Business School London (City University)-ს მაგისტრატურა, კორპორატიულ ფინანსებსა და რისკის მენეჯმენტში.


2002-2003 წლებში მუშაობდა საკრედიტო კვლევის ჯგუფში “Elgin Capital”-ში. 2003-2008 წლებში მოღვაწეობდა“BM Capital”-ში ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.



2009 წლიდან შოთა ბერეკაშვილი “BK Capital”-ის პრეზიდენტია, 2017 წლიდან კი ასევე „m² უძრავი ქონების“ მმართველი პარტნიორი და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელია.


m2 ჯგუფის გენერალური დირექტორი დღემდე ირაკლი ბურდილაძე იყო, რომელიც Georgia Capital -ის  უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მიმართლების ხელმძღვანელი გახდა. კერძოდ, Georgia Capital-ი ტურიზმის სექტორში ახალი ქართული ბრენდით Amber Group -ით შემოდის, რომელიც ფოკუსირებული იქნება უნიკალურ ქართულ კულინარიაზე , ტრადიციულ ქართულ მეღვინეობაზე და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.


 „ჩამოვაყალიბეთ ძლიერი გუნდი, რომელთან ერთადაც დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა რეგიონებსა და თბილისში , ამისთვის მოზიდულია 130 მილიონი აშშ დოლარი“ - განაცხადა Georgia Real Estate Holding - ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.


მარიამ მორგოშია






რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
access_time2019-11-15 17:30:21
რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის...


მსგავსი სიახლეები

up