M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლები 1 ოქტომბრის ჯარიმისგან გათავისუფლდებიან

M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლები 1 ოქტომბრის ჯარიმისგან გათავისუფლდებიან

access_time2019-10-28 17:30:11

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მსუბუქი M1 კატეგორიის ავტომობილების მძღოლები 1 ოქტომბრის ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებაზე საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.პარლამენტარები კანონპროექტს ერთჯერად, ჰუმანურ აქტს უწოდებენ.


„2019 წლის 1 ოქტომბერს დადგა მოცემულობა, როდესაც მსუბუქი M1 კატეგორიის ავტომობილების მძღოლები, რომლებიც ახორციელებდნენ მგზავრების გადაყვანას, დაჯარიმდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. კერძოდ, სანებართვო პირობების დარღვევისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე მგზავრთა გადაყვანისათვის.


ამ ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების შედეგად, პირველ ოქტომბერს ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირები გათავისუფლდებიან ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან. ეს შეეხება 707 ადამიანს, ჯამური თანხა კი 89 900 ლარს შეადგენს. კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება“, - განმარტავენ პარლამენტში.



კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.


gbc.ge


თეგები:
ტაქსი



აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება
access_time2021-07-27 12:44:08
„იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს“, - აღნიშნული დავალება შესაბამის უწყებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მისცა, რომელიც დღეს, 27 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამასთან, პრემიერის დავალებით, მოკლე ვადებში განხორციელდება სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა,...

ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი

ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი
access_time2021-07-27 10:55:42
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1...

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
access_time2021-07-27 09:50:15
კოვიდპანდემიის გაუარესებული სურათის ფონზე, ვაქცინაციის ტემპი სასურველ ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ვირუსთან ბრძოლის უმთავრესი იარაღი კი მასობრივი ვაქცინაციაა. „ირაომ“ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო. სადაზღვევო კომპანიის დირექტორთა საბჭოსა გადაწყვეტილებით, ის თანამშრომლები, რომლებიც 26 ივლისიდან 1 სექტემბრამდე წარმოადგენენ პირველი აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენენ, შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ საჩუქარი...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-26 21:00:16
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლოქდაუნი არ იქნება – მთავრობა პანდემიის ეფექტიანი მართვის გზას ირჩევს „მე მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბევრია საუბრები ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ.  მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის...


მსგავსი სიახლეები

up