„m² ზუგდიდში, ყინულის სასახლის ტერიტორიაზე ბრენდულ სასტუმროს აშენებს

„m² ზუგდიდში, ყინულის სასახლის ტერიტორიაზე ბრენდულ სასტუმროს აშენებს

access_time2019-01-29 17:30:57

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დეველოპერულმა კომპანია „m²-მა ადგილობრივ არქიტექტორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ზუგდიდის ცენტრში ბრენდული სასტუმროს მშენებლობის პროექტი გააცნო. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ოთხვარსკვლავიანი, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, დღევანდელი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება, წარმოდგენილი პროექტი არქიტექტორებმა მოიწონეს და განაცხადეს, რომ ის არსებულ ლანდშაფტს ერწყმის, მათივე განმარტებით, ყინულის სასახლე ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მისი გადატანა კარგი გადაწყვეტილებაა.


ყინულის სასახლის გადატანა ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც სპორტული კომპლექსის და ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობაა გადაწყვეტილი. ყინულის სასახლის გადატანის და მონტაჟის სამუშაოებს თავად სასტუმროს მშენებელი კომპანია მოახდენს. ყინულის სასახლის გასაბერ კონსტრუქციას 2 წელიწადში ექსპლუატაციის ვადა გასდის, ამიტომაც მისი მოწყობა ე.წ. „სენდვიჩ პანელებით მოხდება, რაც ყინულის მოედნის შენახვას გააიაფებს.



სამშენებლო კომპანია „m²-ის წარმომადგენლებმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ყოფილი პროფესიული სასწავლებლის აღდგენაზეც ისაუბრეს, სადაც ძირითადად კულინარიასა და მომსახურეობის სფეროში მსურველთა სწავლება და გადამზადება მოხდება.


მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გეგმა, სასტუმროს ოპერირებისთვის 200-ზე მეტი სამუშაო ადგილია განსაზღვრული. კომპანიამ სასტუმროს კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია გასული წლის 25 ნოემბერს სკეიტ პარკის ტერიტორიაზე გამართა.


(CN)



თეგები:
„m²



ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up