m² წავკისში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას იწყებს წარმატება სახლიდან იწყება

m² წავკისში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას იწყებს წარმატება სახლიდან იწყება

access_time2019-03-21 17:31:07



m² წავკისში საკუთარი სახლების კომპანიის მიერ შექმნილი პირველი პროექტია, რომელიც მოხმარებელს სთავაზობს იცხოვროს ახალ და ეკოლოგიურად სუფთა უბანში., სადაც შესაძლებელია დაბალანსებული ცხოვრების სტილის შესაბამის გარემოში ცხოვრება, იმისთვის რომ მისმა მცხოვრებლებმა დაისვენონ, მიიღონ სტუმრები, ივარჯიშონ, დაუახლოვდნენ მეზობლებს, დატკბნენ სიმწვანით და, უბრალოდ, ყოველი დღით ისიამოვნონ.





კომპანიის მხრიდან თვისობრივად ახალი პროექტის შექმნის იდეა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ქართველ მომხმარებელში სულ უფრო იზრდება ჯანსაღი ცხოვრების წესით, მშვიდად და უსაფრთხოდ, კომფორტულ სახლში ცხოვრების სურვილი. კვლევები აჩვენებს, რომ ყველას სურს შეიქმნას გარემო, რომელიც ჩვენს მისწრაფებებს შეესაბამება. პროექტი m² წავკისში გამწვანებული და დაცული სამეზობლო კონცეფციას ეფუძნება. უბნის ტერიტორია 47587 კვ.მ.-ს მოიცავს, სადაც ერთიანი მიდგომით დაიგეგმა ლანდშაფტის დიზაინი, 82 კერძო სახლი ეზოთი, სპორტული ინფრასტრუქტურა და სივრცეები აქტიური დასვენებისთვის
წავკისი ზღვის დონიდან 850 მ.-ის სიმაღლეზე მდებარეობს, გარშემორტყმულია მთებით, რაც მის ეკოლოგიურად სუფთა მიკროკლიმატს განაპირობებს. ახალი საცხოვრებელი უბანი თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალ მანძილზეა.




m² წავკისში თითოეული კერძო მიწის ნაკვეთის ფართი 328 კვ.მ -დან - 502 კვ.მ.-მდეა, ხოლო მასზე განთავსებული სახლის საერთო ფართი 220კვ.მ-დან- 380 კვ.მ-მდე მერყეობს.


სახლის განლაგებისა და ფართო შემინული ვიტრაჟების საშუალებით სახლების ინტერიერი მზის შუქით მაქსიმალურად განათდება, აივნები და ტერასები კი იძლევა ხედებითა და ეზოს სიმწვანის დატკბობის საშუალებას. წავკისის სახლებს მინიმალისტური სტილი და ფუნქციური მიდგომა გამოარჩევს. მათი მდებარეობა, არქიტექტურული გადაწყვეტა, მასალების ფაქტურა და ფერი ორგანულად მიესადაგება უბნის ლანდშაფტს.



ყოველ სახლს ექნება დამოუკიდებელი შესასვლელი, ავტოსადგომი, ტექნიკური ოთახი, და სათავსო, რომლებიც საერთო არქიტექტურული კონცეფციის ნაწილია. სახლის წინ მოეწყობა ლითონის დაბალი მესერით შემოსაზღვრული საკუთარი ეზო.
მშენებლობისას გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები: ტრავერტინი, ალუმინი, ხე, აგური. სახლის კარკასი და სახურავი დაითბუნება, რაც უზრუნველყოფს ზაფხულში ნაგებობის გაგრილებას, ზამთარში კი მის გათბობას. ჩვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მასალების საშუალებით 23%-მდე ენერგოეფექტურობა იქნება მიღწეული.




ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის, წავკისის ახალ უბანში განთავსდება: საცურაო აუზი ყველა სეზონისთვის; ჩოგბურთის კორტი და სტადიონი. აქვე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გამწვანებული ზონები, მყუდრო კაფე და ბარბექიუს ზონა. უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის უზრუნველყოფილი იქნება საერთო სარგებლობის ტერიტორიის 24-საათიანი დაცვა, გამწვანების მოვლა და საერთო არეალების დასუფთავება.



(R)



თეგები:
m² წავკისში



„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up