m²-ის სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი ვინდჰემისაგან“ რეგიონში საუკეთესო რამადა ენკორად დასახელდა

m²-ის სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი ვინდჰემისაგან“ რეგიონში საუკეთესო რამადა ენკორად დასახელდა

access_time2019-07-12 11:55:27


სასტუმრო რამადა ენკორ თბილისი მსოფლიოში უმსხვილესი სასტუმრო ჯგუფის „Wyndham Hotels & Resorts“-ის წევრია და მან ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონში (EMEA) 2018 წლის საუკეთესო რამადა ენკორის ტიტული მოიპოვა. სასტუმრო ასევე წარდგენილია Wyndham Hotels & Resorts-ის მსოფლიო ქსელის საუკეთესო სასტუმროს ნომინაციაზე, რომლის გამარჯვებულიც სექტემბერში, ლას-ვეგასში გამოვლინდება.




რამადა ენკორ თბილისმა ჯილდო საუკეთესო მომსახურების, მაღალი სტანდარტების, ხარისხისა და სტუმართა მაღალი კმაყოფილების საფუძველზე დაიმსახურა. სასტუმრომ ასევე მაღალი შეფასება მიიღო Wyndham Hotels & Resorts -ის წარმომადგენლებისა და აუდიტორებისგან, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით სწავლობენ და ამოწმებენ ბრენდის ოპერირებასა და წარმატებას გახსნის დღიდან.





2018 წელს სასტუმრომ ტურიზმის ეროვნული ჯილდოც მოიპოვა, Welcome to Georgia-ს მიერ დასახელებულ ნომინაციაში - The Best Value – Standard Accommodation.
სასტუმროს 152 თანამედროვე და კომფორტული ნომერი აქვს, რესტორანი „შავი ლომის ჰაბი“, ბარი, სამი საკონფერენციო სივრცე და ფიტნეს დარბაზი. სასტუმრო საშუალო საფასო სეგმენტშია წარმოდგენილი. იგი მომხმარებელს კომფორტსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას, ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. ბოლო დროის ტურისტული ტენდენციის მიხედვით კი, მომხმარებელს სწორედ ეს სჭირდება.




რამადა ენკორ თბილისი ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში უკვე შეძლო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის ჯილდოების მოპოვება. ეს ეფექტური მენეჯმენტისა და პროფესიონალი პერსონალის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მომხმარებელი იღებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მომსახურებას და მოქნილ ფასებს. სასტუმრო წარმატებით მასპინძლობს, როგორც ბიზნეს, ისე ტურისტული ვიზიტით ჩამოსულ სტუმრებს, - ამბობს m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ჰოსპიტალიტი მიმართულებით, თამარ გულედანი.



(R)






Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?

Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?
access_time2019-07-15 20:00:03
საქართველო  რუსი ტურისტებისთვის გარდაიცვალა. ბოლო თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 7 ივლისს გაფრინდა - წერს Комсомольская правда. (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად. იხ....

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ - „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ -  „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე
access_time2019-07-16 09:00:55
„ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს. ამდენი რეგულაცია ერთდროულად რომ მოგვაყარეს, გზას აღარ გვიტოვებენ. აღარ ვიცით, როგორ განვაგრძოთ საქმიანობა. ხომ შეიძლებოდა, მთავრობას ეთქვა, მაგალითად 2020 წელს ამოქმედდება ყველა რეგულაცია ერთდროულად და ჩვენც გონივრული ვადა გვექნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად დაგვეგეგმა ჩვენი ბიზნესებიც. ახლა ერთ პროექტს რომ იწყებ, ორ თვეში გეუბნებიან ვეღარ განაგრძობო... ძალიან რთული...

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)
access_time2019-07-15 17:00:35
წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სილქ როუდ ჯგუფი ახალ სამსართულიან სასტუმროს Park Hotel აშენებს, რომელიც პირველ სტუმრებს უკვე აგვისტოში მიიღებს.  სასტუმროს ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი...

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს
access_time2019-07-15 15:30:22
„სიმართლე გითხრათ, თქვენგან გავიგე მორიგი რეგულაციის შესახებ. თავად ცვლილება შეიძლება სწორიც იყოს, რადგან პირობითად, 5-სართულიან პროექტს კიდევ 2 სართულს რომ ამატებს, მშენებლობის პროცედურის თავიდან დაწყება სამართლიანია. პრობლემა აქ სხვა რამეშია და ეს ბევრად მტკივნეული თემაა - რეგულაციებს რეგულაციებზე აცხობენ და ახალს ისე გამოგიცხობენ, რომ აზრზე არ ხარ. შენ კი უნდ ადგე და ყველაფერს მოერგო. ბიზნესისთვის ასე მარტივი არაა ეს ამბავი“,- აცხადებს...

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას
access_time2019-07-15 14:00:07
ფიჭვებზე გავრცელებული დაავადების გამო, ფაქტობრივად, თბილისში ამ სახეობის ჯანსაღი ხე აღარ არსებობს. დაავადების ყველაზე მასშტაბურ ცენტრად თავის დროზე მერია საბურთალოს ტერიტორიას ასახელებდა.  კერძოდ, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ეზოს და ე.წ. წითელ ბაღს. ამის შესახებ “კომერსანტი“  ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა.  მართალია,  მერიამ დაავადებული ხეების ჭრა “წითელ ბაღში“ დაიწყო და ახალი ნარგავებიც გააშენა, მაგრამ ინფექციური...


მსგავსი სიახლეები

up