„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო

access_time2019-05-20 13:25:06


ა/წ 17მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა და სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს სასტუმროების ქსელის განვითარების ახალი მიმართულებისკონცეფცია წარუდგინა.


ამ ეტაპზე, სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1,000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს.სრული ინვესტიცია სასტუმროების განვითარების ფარგლებში არის 377 მილიონი ლარი.ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ის ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში მდებარეობს.



„ქსელის განვითარების მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული:2019 წლის დეკემბერში სრულდება 125-ნომრიანი სასტუმრო „რამადა თბილისის“ მშენებლობა მელიქიშვილის პროსპექტზე; გუდაურს კი 2019 წლის ზამთრის სეზონზე ახალ 121-ნომრიან სასტუმროს შევმატებთ. დაწყებულია 125-ნომრიანი „რამადა ქუთაისის“ მშენებლობაც; უახლოეს წლებში ვგეგმავთ სასტუმროების გახსნას მესტიაში, თელავში, ახაშენსა და ზუგდიდში. ტურიზმის მზარდი განვითარების პირობებში, ქვეყანას ყველა რეგიონში ესაჭიროება საერთაშორისო სტანდარტების მქონესასტუმროები.მიგვაჩნია, რომ ამ მასშტაბის ინვესტიცია, არა მხოლოდ რეგიონების ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და მოსახლეობის დასაქმებას დაეხმარება, არამედ თანმიმდევრულად აამაღლებს ქვეყნის მომსახურების სტანდარტებსაც და გააუმჯობესებს ჩვენს იმიჯსაც, რაც ვიზიტორთა მხარჯველუნარიანობის შეუქცევად ზრდას შეუწყობს ხელს. პროექტების კონცეფციის გაცნობა „m²“-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია“, - ამბობს თამარ გულედანი, „m2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე.


(R)



თეგები:



m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება
access_time2019-09-21 16:00:57
პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი. მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები...


მსგავსი სიახლეები

up