„ლუსონის“ ახალი შოურუმი საბურთალოს „სითი მოლში“ 25 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნება

„ლუსონის“ ახალი შოურუმი საბურთალოს „სითი მოლში“ 25 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნება

access_time2021-02-24 20:43:47

25 თებერვალი განსაკუთრებით სასიამოვნო თარიღია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინტერიერის მოწყობისას პროდუქციის ხარისხსა და თანამედროვე დიზაინერულ გადაწყვეტებს ეძებენ, ხვალ 15:00 საათზე საბურთალოს City Mall-ში პრემიუმ ბრენდი „ლუსონის“ ახალი შოურუმი იხსნება.


ღონისძიებაზე მისულ ვიზიტორებს ბევრი საინტერესო სიახლე დახვდებათ როგორც პროდუქციის, ასევე ფერთა გამის, ტენდენციებისა და მოდელების თვალსაზრისით.


„ეს არის თანამედროვე, მყუდრო და დიზაინერული შოურუმი. ჩვენ მიერ წარმოდგენილი კოლექციებიდან გამოვყავით ყველაზე საინტერესო, ორიგინალური, დახვეწილი და მიმზიდველი პროდუქტები, რომლებიც საბოლოოდ ერთ სივრცეში გავაერთიანეთ. შოურუმი განსაკუთრებით საინტერესო სივრცე გახდება ინტერიერის დიზაინერებისთვის, რომლებიც შთაგონებასა და თავიანთ პროექტებისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს ეძებენ“ , - განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი ბეღელურმა.


პრემიუმ კლასის სარემონტო მასალების ბრენდი „ლუსონი მომხმარებლებსა და დიზაინერებს ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაწყობად საჭირო 10 000-მდე დასახელების ექსკლუზიურ, უმაღლესის ხარისხის პროდუქტს სთავაზობს. ძირითადი მიმართულება სამშენებლო მასალები, კერამიკული ფილები, საყოფაცხოვრებო ნივთები და მცირე დეტალებია, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს გამორჩეულს გახდის.


საბურთალოს ფილიალში ძირითადად ევროპული ბრენდები იქნება წარმოდგენილი განსხვავებული კატეგორიებიდან: აბაზანა და სველი წერტილები, იატაკი, ავეჯი და კარები, შპალერი, განათება და ა.შ.


ახალი შოურუმის ძირითადი სიახლე კერამიკული ფილების განსაკუთრებით ფართო არჩევანია, რომლებსაც დიზაინერული ფორმატები, ქვის ეფექტები და დახვეწილი ნახატები აქვთ.



„გარემო სახლის დიზაინთანაა მიახლოებული. რამდენიმე კუთხე სპეციალურად გამოვყავით და ადამიანს შეუძლია თავი საკუთარ სახლში ან სააბაზანოშიც კი იგრძნოს“, - აღნიშნა გიორგი ბეღელურმა.


„ლუსონი საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 2 წლის წინ გამოჩნდა. პირველი 4 სართულიანი შოურუმი აკაკი ბაქრაძის 23 ნომერში მდებარეობს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის სასურველი თუ აუცილებელი საყოფაცხოვრებო დეტალის შერჩევა. კიდევ ერთი უპირატესობა ხანგრძლივი საგარანტიო პერიოდი და პროდუქციაზე მიღებული ოფიციალური დოკუმენტებია, რაც კომპანიის პრემიუმ მიდგომას უსვამს ხაზს.


„აქამდე ლუსონში ის ხალხი მოდიოდა, ვინც ერთგული მომხმარებლებელია და უკვე იცის ჩვენი პროდუქტების შესახებ. მოლები დატვირთულია ადამიანებით, რომლებიც სეირნობენ და მათთვის საინტერესო ნივთებს ეძებენ. გვსურს, რომ გამვლელმაც კი შეამჩნიოს ლუსონის სივრცე და სიამოვნება მიიღოს იმ ყველაფრით, რასაც ვთავაზობთ“, - დაამატა გიორგი ბეღელურმა.


საბურთალოს City Mall-ის ფილიალში მაღალი ხარისხის პროდუქციასთან ერთად, განსაკუთრებულ მომსახურებასაც მიიღებთ. კომპანიის მენეჯერები და დიზაინერები დაგეხმარებიან იმ დეტალების გათვალისწინებაში, რომლებიც თქვენს ინტერიერს გამორჩეულს, დახვეწილსა და მიმზიდველს გახდის.







(R)


თეგები:
„გორგია“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up