Vanrik Agro-ს  გაკოტრების მთავარი მიზეზი

Vanrik Agro-ს გაკოტრების მთავარი მიზეზი

access_time2019-12-27 20:00:30

„საპარტნიორო ფონდის“ სს „Vanrik Agro“-თან დაკავშირებული მოთხოვნის აუქციონი გაიმართა და  ლურჯი მოცვის პლანტაციების აქტივების მმართველი  შპს „ეფკო“ გახდა. რომელიც კომპანიის მენეჯმენტის შეცვლასა და  პლანტაციის სრული ტერიტორიის ათვისებას  2020 წლიდანვე გეგმავს.  „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა შეიცვლება სამომავლოდ „ლურჯი მოცვის“ წარმოებისას ?


 „ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია „Vanrik Agro“ არასწორი მენეჯმენტის გამო გაკოტრდა და ჩვენ ამ მენეჯმენტის დახვეწას ვაპირებთ,“-ამის შესახებ  „კომერსანტს“ შპს. „ეფკოს“ დირექტორმა შოთა მარგალიტაძემ განუცხადა.

 

„რადგან ჩვენ გაკოტრებული კომპანია ჩავიბარეთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ  დარგი უპერსპექტივოა. სწორი გათვლები, აგროკულტურული ოპერაციების დაგეგმვა, ასევე სწორი პიარი თანამშრომლების მოტივაცია და ბაზრის  არჩევა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაც უზრუნველყოფს კომპანიის წარმატებას. ამას ვაპირებთ ჩვენ, რომ გამართული  მენეჯმენტით  ჩვენ  წარმატებულ კომპანიას შევქმნით. რაც შეეხება ტერიტორიას,  320 ჰექტარია  და ვაპირებთ მთლიანად  კენკროვანი კულტურებით დავტვირთოთ, სადაც  უმეტესი წილი მოცვი იქნება.“-ამბობს მარგალიტაძე.

 

რაც შეეხება მოსავლის ექსპორტს, „ეფკოს“ დირექტორის თქმით, ამ დროისთვის კომპანია  სამიზნე ბაზარს ეძებს, თუმცა, ძირითადი სავაჭრო მიმართულება დასავლეთ ევროპის ქვეყნები იქნებიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოცვის  წარმოება ევროპის მასშტაბებს ვერ უტოლდება, თუმცა დაგეგმილი სამუშაოების შემდეგ  გარკვეულ ნიშნულამდე ავალთ. სამუშაოების დაწყებას კი ხვალიდანვე ვგეგმავთ.

 

შპს. „ეფკოს“ დირექტორი „კომერსანტს“ სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ  თავიანთი გამოცდილებით კომპანიას დიდ მოგებას მოუტანენ.



„ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება და ამ კომპანიას ვაქცევთ პერსპექტიულად, რადგან საქართველოში რეალურად  მოცვის ყველაზე  მსხვილი პლანტაციის გაშენების რესურსი გვაქვს.  ამ მასშტაბის  პლანტაცია ქვეყანში  არავის არ აქვს და აუცილებლად ვიქნებით ლიდერები. გვაქვს გეგმა, რომ ფართობის რეაბილიტაციის შემდეგ მოსავალი მაქსიმალურად მსხმოიარე იყოს.“-განმარტავს მარგალიტაძე.

 

რაც შეეხევა ინვესტიციას, როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ეფკოს“ ფინანსური მენეჯერი ლევან შოშიაშვილი ამბობს,  კომპანიაში  ორი წლის განმავლობაში 6-დან 10 მლნ. დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.


“ბიუჯეტის დეტალები ამ ეტაპზე თანხმდება, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ინვესტიციის მიახლოვებული რაოდენობა, 6დან 10 მლნ.-მდე. დღეს    დაახლოებით 42 ჰექტარზე  ძალიან ცუდი ხარისხის ნერგებია, რომელთა მოსავლიანობა  საკმაოდ დაბალია. (5-7 წლიანი ნერგებია,  მაგრამ ცუდი მოვლის გამო ისხამენ 3 წლიანი ნერგის ნაყოფს). მიმდინარე წელს  პლანტაცია იჯარით გვქონდა აღებული,  რესურსიც დავხარჯეთ. წელს ინვესტირების ახალ ეტაპს დავიწყებთ, რომელიც პირველ ჯერზე 5 მლნ. დოლარის ფარგლებში იქნება. ტერიტორიას მივამატებთ ახალ ნერგებს,  თავიდან ავითვისებთ 100 ჰექტარს, მომდევნო ჯერზე კი მთლიან  ფართობს.“-აღნიშნავს  შოშიაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ სს Vanrik Agro 2015 წელს დაარსდა და მის მთავარ საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანიის მფლობელობაშია ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში 326 ჰა-ი მიწის ნაკვეთი, ნაწილობრივ განაშენიანებული ლურჯი მოცვის პლანტაციით და გადამამუშავებელი საწარმოო ხაზით.

 

საპარტნიორო ფონდი“ -ს მიერ სს „ვანრიკ აგროს“ მიმართ არსებული მოთხოვნის გასხვისების აუქციონი 6 დეკემბერს გამოცხადა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირისთვის მისი პირობების გაცნობა შესაძლებელი იყო. გუშინ გამართული აუქციონის გამარჯვებული კომპანია შპს. „ეფკო“ გახდა.


ნათია ლომიძე 





ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
access_time2020-07-08 16:00:33
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა. შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...


მსგავსი სიახლეები

up