ლუქსემბურგში კანაფის მოხმარება და წარმოება ლეგალიზებული ხდება

ლუქსემბურგში კანაფის მოხმარება და წარმოება ლეგალიზებული ხდება

access_time2021-10-24 16:30:16

ლუქსემბურგის მთავრობა სახლში კანაფის გაშენებისა და გამოყენების ლეგალიზაციას აპირებს. სრულწლოვან მოქალაქეებს კანაფის ოთხი ძირის პირადი მოხმარებისთვის გაზრდის უფლება ეძლევათ.

მთავრობა ასევე დაუშვებს კანაფის თესლის მაღაზიებში რეალიზაციას, ასევე საზღვარგარეთიდან შემოტანასა და ონლაინ ყიდვას. ლეგალური ხდება კანაფის თესლის წარმოება კომერციული მიზნებისთვის.

მოხმარება და კულტივაცია დაიშვება მხოლოდ სახლში, თუმცა სამ გრამამდე ტრანსპორტირება ან მოხმარება აღარ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, არამედ კლასიფიცირდება, როგორც გადაცდომა.

მწვანეთა ლიდერებმა, დემოკრატიულ პარტიასთან და სოციალისტურ ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად  განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი “ასახავს ლუქსემბურგის ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ რეორიენტაციას”.

ახალი კანონმდებლობის ძირითადი მიზნები იქნება კანაფის გარკვეული რაოდენობის წარმოების, შეძენისა და მოხმარების განთავისუფლება სასჯელისგან, მომხმარებლებთან დაკავშირებული ფსიქიკური და ფიზიკური საფრთხეების შემცირება.

შეგახსენებთ, კანაფის გამოყენება მშენებლობაშიც დაიწყეს


გაეროს ნარკოტიკული საშუალებების კომისიამ სამედიცინო მარიხუანა ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიიდან ერთი წლის წინ ამოიღო 53 წევრი ქვეყნიდან გადაწყვეტილებას მხარი 27-მა ქვეყანამ დაუჭირა. მხარდამჭერთა შორის არიან აშშ-მა და ევროკავშირის წევრები. ინიციატივის წინააღმდეგი იყო 25 ქვეყანა. უკრაინა კენჭისყრაში თავი შეიკავა. კომისიამ გადაწყვეტილება 2019 წლის იანვრით დათარიღებული ჯანმოს რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო, თუმცა, მარიხუანა დარჩა ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალში, შესაბამისად, მასზე ვრცელდება კონტროლის ყველა ზომა, რაც ნარკოტიკებზე.

შეგახსენებთ, სამი წლის წინ  საქართველოს მთავრობაც გამოვიდა ინციატივით, რომლის თანახმადაც საქართველოში ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის მარიხუანას ექსპორტის მიზნით მისი წარმოება უნდა დაიწყებულიყო. მომზადდა კიდეც კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმაც განიხილა, თუმცა საპატრიარქოსა და სამოქალაქო საზოგადოების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო ხელისუფლებამ უკან დაიხია და მთავრობამ კანონპროექტი უკან გამოითხოვა. 

ეკონომისტებისა და ფინანსისტების ნაწილი თვლის, რომ ქვეყანამ ამით ეკონომიკურად წააგო. მათი თქმით, მსოფლიოში უამრავი ქვეყანა აწარმოებს მარიხუანას საექსპორტოდ და ამით მათი ეკონომიკა შესაშურ შემოსავალსაც იღებს. სპეციალისტები მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკა ამით ეჭვგარეშე იხეირებდა, რადგან რეგიონში მეზობელ ქვეყნებს მკაცრი ნარკოპოლიტიკა აქვთ დეკლარირებული, რაც სხვა ეკონომიკურ სარგებლიანობასთან ერთად  ბიძგს მისცემდა ტურიზმსაც.

ცნობისთვის, ეკონომიკაში მარიხუანას მწვანე ოქროს უწოდებენ.  მისი წარმოება ფერმერებისთვის საკმაოდ მაღალშემოსავლიანია. ერთი ჰექტარი მოსავლის გაყიდვით ფერმერი 1500 ამერიკულ დოლარს იღებს, რაც ბევრად აჭარბებს სიმინდის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს. ფერმერები კანაფის ღეროს ქსოვილის ქარხანაში აბარებენ, ფოთლებს ფარმაცევტული კომპანიები ყიდულობენ, თესლს კი საკვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები იბარებენ. კანაფისგან დამზადებული ქსოვილები და ბაწრები, როგორც წესი, მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამოირჩევა.

მარიხუანასგან დამზადებული პრეპარატები ძალიან ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, ეპილეფსიის, დიაბეტის, პარკინსონის, სიმსივნის. მხოლოდ მივესალმები, თუ ქართულ სამედიცინო ინდისტრიაში დაინერგება ამ პრეპარატების გამოყენება. ნარკოთრობისთვის მისი ხშირი მიღება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, ესაა ტვინის სიმსივნე და გულის ინფარქტი.  კვლევებით დასტურდება, რომ მარიხუანის მომხმარებელთა 52 %-ს აქვთ არითმია, გაძლიერებული გულისცემა და ტკივილები გულის არეში. მკვლევარების მიერ წარდგენილი დასკვნების თანახმად, ადამიანები, რომლებიც თვეში 10-ჯერ ან მეტჯერ მოიხმარენ მარიხუანას, მათთვის ინსულტის რისკი 2.5 ჯერ მეტია განსხვავებით მათგან, რომლებიც არ ეწევიან კანაფს. 

საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია


ავტორი: ბელა გელაშვილი

წყარო: ბიზნესფორმულა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up