ლუკოილის შეთავაზება მომხმარებლებს

ლუკოილის შეთავაზება მომხმარებლებს

access_time2021-10-20 16:55:36

ლუკოილი იმ გლობალური კომპანიების მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც უკვე ხანგრძლივი პერიოდია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელიც კარგად იცნობს. სწორედ ლუკოილი იყო პირველი ნავთობკომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ევრო 5 სტანდარტის საწვავი შემოიტანა. ხარისხის მაღალ სტანდარტთან ერთად ლუკოილ ჯორჯიას მუდმივად გამოარჩევს ხელმისაწვდომი ფასები, რაც საწვავის ფასების საერთო მატების ფონზეც კი შესამჩნევია და მომხმარებლის კეთილგანწყობას იმსახურებს.

 

ლუკოილ ჯორჯიაში ახალი მმართველი გუნდის მოსვლასთან ერთად კომპანია კიდევ უფრო გააქტიურდა ბაზარზე და ბოლო პერიოდში მომხმარებლებს არაერთი სიახლე შესთავაზა. მათ შორის აღსანიშნავია  განახლებული კორპორატიული გაყიდვების სისტემა, რომელიც მომხმარებლებს გაზრდილ ბენეფიტებსა და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.  განახლებული კორპორატიული ბარათი ბიზნეს საქმიანობას გაუმარტივებს მათ მფლობელებს, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება პირადი კაბინეტი, რომელიც ნავთობპროდუქტების მართვის და საწვავის ხარჯის დეტალური კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. ახალი ბარათი საგრძნობლად აუმჯობესებს შეძენის პროცესს და ამცირებს მომსახურების დროს.

 

მართვის გაუმჯობესებულ სისტემასთან  ერთად, ლუკოილმა ბარათის მფლობელებს სპეციალური აქცია შესთავაზა -  კლიენტები, შეძენილი საწვავის მოცულობის შესაბამისად, -23 თეთრამდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. ლუკოილის აქცია ვრცელდება ყველა ტიპის საწვავზე. ამასთან ერთად, ლუკოილ ჯორჯია მომხმარებლებს უკვე ტრადიციულად სთავაზობს ყოველკვირეული ფასდაკლების აქციას. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ლუკოილის ავტოგასამართ სადგურზე ჩაასხამს საწვავს ოთხშაბათსა და კვირა დღეს, ისარგებლებს -10 თეთრიანი ფასდაკლებით.

 

გუნდის ცვლილების, განახლებული სერვისებისა და მრავალფეროვანი აქციების მიუხედავად, ლუკოილში უცვლელი რჩება ერთი რამ -  საწვავის ხარისხი. ლუკოილის საწვავის მიწოდება საქართველოში ბულგარეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ხორციელდება, რომელიც თანამედროვე ტექნიკით არის აღჭეურვილი. თუმცა, ხარისხიანი საწვავის იმპორტთან ერთან მნიშვნელოვანია ხარისხის ბოლომდე შენარჩუნება და მომხმარებლამდე მიტანა. წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვის და რეალიზაციის თითოეულ საფეხურზე ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს სერტიფიცირებულ ლაბორატორიებში. პროდუქტის შემოწმების შემდგომ  გაიცემა  ხარისხის დამადასტურებელი ნიშანი, რომელიც საწვავის ყველა მიღებულ სტანდარტთან შესაბამისობას ადასტურებს.


 

დღესდღეისობით, “ლუკოილ-ჯორჯიას” ნავთობპროდუქტების კალათა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან: ავტობენზინი ECTO 100, აი-98 (სუპერი),აი-95 (პრემიუმი),აი-92 (ევრო რეგულარი)-სა  და დიზელის საწვავისაგან (ევრო). თითოეული მათგანი შეესაბამება ევრო 5 სტანდარტს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ “ლუკოილის” საწვავს ემატება უნიკალური დანამატი “ექტო”. ექტო - ეს არის ინოვაციური საწვავების ხაზი, რომელიც ევროპული ხარისხის დონეს შეესაბამება. საქართველოს ბაზარზე სწორედ ექტო გახდა პირველი წარმოდგენილი საწვავებიდან, რომელიც გაუმჯობესებული საექსპლუატაციო და ეკოლოგიური თვისებებით გამოირჩეოდა.



„ლუკოილ-ჯორჯიას“ მომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტთან ერთად ისარგებლონ ყველა იმ პირობითა და მომსახურებით, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრობისას მათ კომფორტს უზრუნველყოფს. ავტოგასამართი სადგურების ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ ავტოსერვისისა და სამრეცხაოს მომსახურებით. 2021 წელს საფუძველი ჩაეყარა მასშტაბურ პროექტს რომელიც  ავტოგასამართ საგურებზე „ლუკოილის“ მაღაზიათა ქსელის შექმნას გულისხმობს. დღესდღობით,  მათი რაოდენობა უკვე 15-ს აღწევს. ასევე, კომპანიის 26 ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელს გამაგრილებელი სასმელის შეძენა გარე სივრცეშივე შეუძლია.

„ლუკოილ-ჯორჯიას“ მაღაზიებში საქონლის მრავალფეროვანი ასორტიმენტის გარდა, წარდგენილია კაფეს პროდუქცია, საფირმო ჰოთდოგი და „ნესტლეს“ ყავის სასმელების ფართო ასორტიმენტი. მომხმარებელს უკვე შეუძლია შეავსოს საწვავი, ისარგებლოს სწრაფი კვების ობიექტით, შეიძინოს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი ან სხვა საჭირო ნივთი და ეს ყველაფერი გააკეთოს ერთ სივრცეში ისე, რომ არ მოსცდეს მის ყოველდღიურ საზრუნავს. ამდენად, თუ კომფორტული და გემრიელი მგზავრობა გსურს, გზად აუცილებლად ლუკოილში უნდა შეიარო.

 

 

(R)


თეგები:
ლუკოილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up