რუსეთის ხელისუფლებამ გააცნობიერა ვითარება, რომელიც წარმოიშვა ბელგაზპრომბანკის საქმესთან და მისი ყოფილი ხელმძღვანელის ვიქტორ ბაბარიკოს დაკავებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკის რეგიონის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსის ხელისუფლება მოქმედებდა კანონით.
”ბელგაზპრომბანკის მეშვეობით 640 მილიონი დოლარი გაათეთრეს და ლატვიაში გადაიტანეს.”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
გამოცემა finanz.ru-ს ინფორმაციით, ფული იგზავნებოდა ABLV ბანკში, რომელიც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ერთ-ერთი უდიდესი სატრანზიტო „სამრეცხაოა“ რუსეთიდან ევროპაში ჩრდილოვანი კაპიტალის გადასაცემად. ბანკის აქციებს, რომელიც ლატვიაში ტოპ სამეულში იყო აქტივების მიხედვით, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი ოლეგ ფილია ფლობდა. მას 2018 წელს ბრალი წაუყენეს. ის ამჟამად თვითლიკვიდაციის პროცესშია. ივნისში ლატვიის პოლიციამ ჩაატარა 40-ზე მეტი ჩხრეკა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც გახდა უდიდესი სპეცოპერაცია ქვეყნის ისტორიაში.
ბანკები და ფინანსები