„მსოფლიო ეკონომიკა უახლოეს ერთ თვეში ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“ - ამაში ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დარწმუნებულია.ლუკაშენკოს თქმით, ევროპა ნელნელა ცოცხლდება და მოქმედებას იწყებს მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ყოველდღიურად 400-600 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდებოდა.
„მჯერა, რომ ერთ თვეში მსოფლიო ეკონომიკა, განსაკუთრებით კი ჩვენი მეზობლების ეკონომიკა, სწრაფად დაიძვრება, მათ შორის რუსეთიც“. - ხაზი გაუსვა ბელორუსიის ლიდერმა.
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში პანდემიის გავრცელების შესახებ განაცხადა. დაავადების საწისი კორონავირუსის ახალი ტიპია, რომლის ოფიციალური დასახელებაა COVID-19-ია. 11 მარტს კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ვირუსი მსოფლიოში პანდემიად გამოაცხადა.
წყარო: Gazeta.ru
მოამზადა მარიამ მორგოშიამ