ლუკ კოფი  - შავი ზღვა ევროკავშირისთვის პროგნოზირებად მომავალში  მნიშვნელოვან რეგიონად რჩება

ლუკ კოფი - შავი ზღვა ევროკავშირისთვის პროგნოზირებად მომავალში მნიშვნელოვან რეგიონად რჩება

access_time2020-03-27 15:12:32

„შავი ზღვა ევროკავშირისთვის პროგნოზირებად მომავალში მნიშვნელოვან რეგიონად რჩება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი უწყვეტი ევროპული გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საკითხზე, რეგიონალური ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების თემატიკაზე და ისეთ მეგობრულ ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებაზე, როგორიც საქართველო და უკრაინაა - წერს „ჰერითაჯის“ ფონდის მკვლევარი ლუკ კოფი გამოცემა mei.edu -ში გამოქვეყნებულ სტატიაში.


მისი თქმით, ევროკავშირს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრის სფეროში გამოცდილება გააჩნია. სამხედრო სფეროში ასეთი კომპეტენცია მას არა აქვს, ამიტომ, შავი ზღვის რეგიონში მყარი უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრისგან თავი ნამდვილად შორს უნდა დაიჭიროს.


„ამ რეგიონთან დაკავშირებული საზღვაო უსაფრთხოება და სამხედრო საკითხები საუკეთესო ვარიანტში NATO-ს ან ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს უნდა მივანდოთ. მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირს ეს შეზღუდვა კარგად ესმის. „შავი ზღვის სინერგიის ინიციატივის“ სტრატეგიის ოფიციალური დოკუმენტი უსაფრთხოების საკითხებს ეხება, თუმცა ამ საკითხს მხოლოდ ერთ აბზაცი უკავია და ისიც ყირიმთან და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. შავი ზღვა ევროკავშირისთვის პროგნოზირებად მომავალში რჩება მნიშვნელოვან რეგიონად. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი უწყვეტი ევროპული გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საკითხზე, რეგიონალური ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების თემატიკაზე და ისეთ მეგობრულ ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებაზე, როგორიც საქართველო და უკრაინაა. საბოლოო ჯამში, თუ შავი ზღვა უსაფრთხო, დაცული და აყვავებული იქნება, ევროპაც იგივეს იქონიებს” - ამბობს ლუკ კოფი.




თეგები:
ლუკ კოფი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up