ლუიზა ვინტონი - კორონავირუსის პანდემიასთან საქართველოს რეაგირება იყო სანიმუშო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს

ლუიზა ვინტონი - კორონავირუსის პანდემიასთან საქართველოს რეაგირება იყო სანიმუშო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს

access_time2020-07-02 20:30:42

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან საქართველოს რეაგირება იყო სანიმუშო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს.


„ჩვენ ვხედავთ პოზიტიური გამოცდილების ძალიან კარგ შედეგებს. ახლა, როცა საქართველო შევიდა ე.წ. მწვანე ქვეყნების რიგში, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ეკონომიკურ უპირატესობასაც მიიღებს, როგორც ფრენების აღდგენის, ისე ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.


მისივე თქმით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიაზე წარმატებული რეაგირება ქვეყნის ეკონომიკას აღდგენაში ხელს შეუწყობს.



„ამიტომ, საქართველოს მაგალითი სრულიად სანიმუშოა მთელი მსოფლიოსთვის, ამას ყველა აღიარებს. ასევე, ყველა აღიარება იმას, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იყო წამყვანი სააგენტო ამ რეაგირების წარმატებაში. ასე რომ, პრინციპში, შეიძლებოდა, დაესვენათ და არაფერი გაეკეთებინათ სამომავლო განვითარებისთვის, რადგან მათ სამუშაო უკვე დასრულებულად ჩაეთვალათ, თუმცა, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და ჩვენ ძალიან ვაფასებთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ამ პოზიციას, რომ პანდემიის გამოცდილებას შემდგომი განვითარებისთვის იყენებენ.


მოხარულები ვართ, რომ ამაში შვედეთის მთავრობასთან ერთად ვეხმარებით. ჩვენი ხელშეწყობით, ცენტრი შექმნის ეროვნულ სისტემას, რომელიც გადაამზადებს სამედიცინო პერსონალს საქართველოს მასშტაბით. ეს დაეხმარება ქვეყანას, მოემაზდოს სავარაუდო მეორე ტალღიათვის ან ნებისმიერი სხვა კრიზისული ვითარებისთვის. ასევე დაეხმარება იმაში, რომ ზოგადად განვითარდეს და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია ამაღლდეს“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 4 000 სამედიცინო მუშაკის გადამზადებაში.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up