საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მოსკოვს  აკრიტიკებს

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მოსკოვს აკრიტიკებს

access_time2019-09-09 17:35:34


ლუფტჰანზის ყოფილი მენეჯერი საქართველოს პრემიერ-მინისტრია


გიორგი გახარია თბილისში მთავრობის ახალი ხელმძღვანელია. პარლამენტში მოხსენებაში მან რუსეთის ქმედებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ოკუპაციად შეაფასა.


როგორც დედაქალაქ თბილისში მედია იტყობინება, ხმის მიცემისას საქართველოს პარლამენტში ყოფილმა ლუფტჰანზის მენეჯერმა გიორგი გახარიამ მართველი პარტია ქართული ოცნების 98 ხმა მიიღო. მოწინააღმდეგე ხმა არ დაფიქსირებულა. ოპოზიცია ხმის მიცმის პროცესს საერთოდ არ დასწრებულა.



მანამდე მხოლოდ ერთი წლის სამსახურის შემდეგ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა. როგორც ის, ასევე მისი შემცვლელი გახარია მულტიმილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ერთგულ თანამოაზრეებად ითვლებიან, რომელსაც კავკასიის რესპუბლიკაში სადავეები უჭირავს ხელში. ერთ წეილიწადში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ახალ პარლამენტს ირჩევს.


გახარია მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 2008-დან 2013 წლამდე იგი იყო დირექტორი გერმანულ თვითმფრინავების კომპანია ლუფთჰანზაში აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებიში საზოგადოების განვითარების მიმართულებით. 44 წლის შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ გამოითქვა კრიტიკა თბილისში მასობრივი პროტესტისას პოლიციის მიერ გამოყენებული მკაცრი ღონისძიებების გამო.


როგორც მთავრობის მეთაურმა, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპის კავშირსა და ნატოში შესვლისკენ მიისწრაფვის და აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავება სურს. გახარიამ, რომელმაც პოლიტოლოგია რუსეთში ისწავლა, თქვა, რომ მისი ქვეყნისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. საქართველოს სახელმწიფო მიწების 20 პროცენტი ეკონომიკურად გამოუყენებელია.


საქართველოს წინაადეგ მოკლე ომის შემდეგ რუსეთმა ხელში ჩაიგდო აფხასეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტროლი და ოროვე მათგანი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მოსკოვი მათ სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით უჭერს მხარს.


dw.com


(NS)





ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“
access_time2019-12-05 18:30:54
ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად ამ ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოყვა.   „ბანკებისა და ფინანსების" აზრით „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, კომერსანტმა ამ განცხადების და ინიციატივის შინაარსის შეფასება სთხოვა საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს, რომელიც საქართველოშიც ახორციელებს...

Apple-ის ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს

 Apple-ის  ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს
access_time2019-12-05 19:00:14
1993 წელს მოკლული კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ძმამ, რობერტო ესკობარმა დრეკადი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც 350 დოლარი ღირს - ეს ამ მოდელის ყველაზე იაფი ტელეფონია მსოფლიოში.   რობერტო ესკობარი აპირებს Apple-ის ჩაძირვას და იმის დამტკიცებას, რომ კარგი სმარტფონი 1000 დოლარზე ნაკლები შეიძლება ღირდეს.   მოდელი სახელწოდებით Escobar Fold 1, წარმოადგენს ჩინური Royole FlexPai ოქროსფერ ანალოგს და მისი რეალური ფასი 1400...

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“
access_time2019-12-05 17:30:48
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან 1.67 მილიარდი ლარი აითვისა. უწყების ინფორმაციით სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია. ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის სიდიდე არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო იზრდება, რათა...

რა ზიანი შეიძლება მიადგეს კერძო ბიზნესს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად

რა ზიანი შეიძლება მიადგეს  კერძო ბიზნესს  აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად
access_time2019-12-05 16:30:07
ბიზნესი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს. მათი თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. სექტორი იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს რომელიც ბიზნეს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად მიადგება. კომერსანტი თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ. „იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გაზრდამ 2019 წლის განმავლობაში მისი რამდენიმე ეტაპად გაძვირება გამოიწვია....


მსგავსი სიახლეები

up