ავიაკომპანია Lufthansa გერმანიაში დააბრუნებს ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც დასასვენებლად საზღვარგარეთ წავა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ოთხშაბათს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში ზაფხულში ქვეყნიდან გასული მოქალაქეების ევაკუაციას აღარ განახორციელებს, რამაც პოტენციურ ტურისტებს შორის შეშფოთება გამოიწვია.
თუმცა, Lufthansa-ს ხელმძღვანელმა კარსტენ სპორმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია ყველა იმ მოქალაქის დაბრუნებაზე იზრუნებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში ჩასვლისას თერმოსქრინინგსვერ გაივლიან. ახალი სერვისი მათზეც გავრცელდება, ვინც შესაძლო ახალი აფეთქების შემთხვევაში საზღვარგარეთ ჩარჩება.
„ვიცით ამ განცხადების შესახებ და სახლში დაბრუნების გარანტიის სერვისს ვამკვიდრებთ“, - განაცხადა სპორმა.
Imedinews