უმსხვილესმა ევროპულმა საავიაციო კონცერნმა Lufthansa-მ რუსული კომპანია Aeromar-ში საკუთარი 49%-იანი წილის გაყიდვა გადაწყვიტა.
ამის შესახებ გამოცემა ZDF იტყობინება.
ირკვევა, რომ კომპანიამ გადაწყვეტილება ZDF-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის საპასუხოდ მიიღო, რომელიც რუსულ ბაზარზე Deutsche Lufthansa-ს ბიზნესს შეეხებოდა.
Lufthansa 49%-იან წილს რუსულ კომპანია Aeromar-ში მრავალი წლის განმავლობაში ფლობდა. კომპანიის აქციების დარჩენილი 51% რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Aeroflot-ს ეკუთვნის.
Aeromar არის ყველაზე მსხვილი საჰაერო მიმწოდებელი რუსეთში. 2014 წელს კომპანიამ გახსნა ფილიალი დროებით ოკუპირებულ ყირიმში.
Lufthansa-მ ZDF-ის კომენტარში პირველად განაცხადა, რომ „ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები არ დაურღვევია, რადგან Lufthansa Aeromar-ის მხოლოდ მინორიტარი აქციონერია“.
თუმცა, გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში კომპანიამ გამოაცხადა, რომ გაყიდის თავის წილს Aeromar-ში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Lufthansa რუსეთის ცას 2023 წლის 25 მარტამდე არ გამოიყენებდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსული ავიაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მათ შორისაა აკრძალვა რუსეთში საქონლისა და ტექნოლოგიების, რომლებიც გამოიყენება საჰაერო კოსმოსურ სექტორში, ავიაციასთან და კოსმოსთან დაკავშირებული საქონლის დაზღვევასა და მოვლა-პატრონობის აკრძალვას.