3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაფრინდა.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან ავიაკომპანია რეისებს Airbus A321-200 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელებს:
✔️ მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
✔️ თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.